3/28/2011

ვინ ვარ ბლოგერი?


ბლოგერები უსაქმური ხალხია, წარუმატებლები ცხოვრებაში და სხვა პრასვეტი რომ არ აქვთ ინტერნეტში:
  •  ბლოგავენ/წუწუნებენ თავიანთ განვლილ/ტანჯულ ცხოვრებაზე ან
  • ბლოგავენ თავიანთ პროგრესულ აზროვნება/ცხოვრებაზე.
  • საბედნიეროდ, არის III კატეგორიაც, ძირითადად თემატური ბლოგები, რომლებიც გარდა პირადი ცხოვრებისეული გამოცდილებისა, სხვა მნიშვნელოვან ინფოსაც გვიზიარებენ მკითხველებს.   
      პირველ დებულებას უსაქმური, ცხოვრებაში წარუმატებელი ბლოგერების შესახებ არასოდეს ვეთანხმებოდი, ყოველთვის ვამტკიცებდი, რომ ბლოგერი სულით ხარ : D
ჩემი მოთხოვნილებაა წერა, ხალხისთვის ჩემი ისტორიის და მერე დასკვნის გაზიარება. ჩემი ცხოვრების წესი გახდა ყოველ დღე იმაზე ფიქრი, დღეს რა დავწერო ბლოგზე და ა.შ.
და ამ ყველაფერს სულაც არ ვაკავშირებდი უსაქმურობასთან.
    ბოლო ერთი კვირა საშინლად სტრესული მქონდა, უკვე ქრონიკული უძილობა მჭირს (ოღონდ პირიქით, მინდა, მაგრამ დრო არ მაქვს ძილისთვის), ყველა კუნთი მტკივა , სულ დაძაბული ვარ და დასაქმებული, დღის განმავლობაში სულ რაღაცით ვარ დაკავებული, ფაქტიურად, სულ გადარბენაზე ვარ .
    ყველაფრისგან შედეგად მივიღე ის, რომ იმ დოზით აღარ მაინტერესებს რა ხდება ვირტუალურ სივრცეში, მე ჩემი თავის რეალიზაციის დონე გავზარდე რეალურ ცხოვრებაში და ვირტუალური უკვე უკანა პლანზე გადავიდა.

    გუშინ სახლში რომ მოვდიოდი ამ თემაზე ვფიქრობდი და საბოლოოდ დავასკვენი, რომ ძაანაც შეიძლება გეწყინოთ, მაგრამ ბლოგვა და უსაქმურობა პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან.ბლოგინგი შეიძლება ჩემი პროფესიული კარიერის ბაზისიც იყოს (ოდესმე), მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, იმას რომ მე ამით დაკავებული.

უბრალოდ ვერთობი.... 

 

Комментариев нет: