კოსმოს ეს სტატია ამას წინათ ინტერნეტში ვიპოვე და გავიფიქრე: ეს ელემენტარულია, მაგრამ უამრავი გოგო არსებობს, ვისაც ჯერ კიდევ არ შეუძლია ამ სიგნალების მარტივად შემჩნევა. თუ შენ ერთ-ერთი მათგანი ხარ, ეს პოსტი შენ გეძღვნება. გახსოვდეს, რომ ურთიერთობები ფსიქოლოგიაა, უბრალოდ მოსმენა და დაკვირვება უნდა შეგეძლოს. დანარჩენი წყალივით წავა.
ის თუ იცოდი, რომ მამაკაცებს მომავლის შესახებ შეკითხვები საკმაოდ აშინებთ?
ჰო, ისინი ცდილობენ მაქსიმალურად გადადონ მომავლისთვის ფიქრი ისეთ სერიოზულ თემებზე, როგორიცაა ნიშნობა, ქორწინება და შვილების ყოლა. ხანდახან ზოგ ქალს მარტო იმიტომაც კი შორდებიან, რომ უბრალოდ არასერიოზული ურთიერთობების პერიოდი აქვთ ცხოვრებაში.
თუ გაინტერესებს რას ფიქრობს მამაკაცი თქვენი ურთიერთობის მომავალზე, შეკითხვების დასმის ნაცვლად უნდა ისწავლო სპეც-სიგნალების გაშიფრვა. თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე შენიშნე, გილოცავ (იმედია შენც ასევე ხარ განწყობილი), ის მართლაც სერიოზულად ფიქრობს შენზე.
1. მას შვებულების შენთან ერთად გატარება სურს.
თუ მამაკაცი მზადაა უარყოს ბავშვობიდან მოყოლებული ტრადიციები და თავისი ოჯახის წევრების მაგივრად შენთან ერთად გაატაროს მნიშვნელოვანი დღესასწაული, ეს ნიშნავს, რომ ის სწორედ შენთან ერთად ცდილობს ახალი ტრადიციებისა და მოგონებების შექმნას.
2. ის გეპატიჟება საუკეთესო მეგობრის ქორწილში – ყოველგვარი ძალდატანების გარეშე.
კაცებისთვის ახლო მეგობრის დაოჯახება მნიშვნელოვანი მოვლენაა და ისინი ასეთ რამეს “შემთხვევით” ქალებთან ერთად არავითარ შემთხვევაში არ აღნიშნავენ, მითუმეტეს რომ მსგავს შეკრებებაზე ყოველთვის უამრავი “და თქვენ როდის აპირებთ?” შეკითხვა ჩნდება. თუ ბიჭმა მეგობრის ქორწილში/ნიშნობაზე წაგიყვანა, დიდი შანსია, რომ შენთან ერთად უღლის დადგმაზე თავადაც უფიქრია. თანაც არაერთხელ.
3. მას შემთხვევით წამოსცდა ფრაზა “ჩვენი შვილები”.
მამაკაცების უმეტესობას ძალიან უჭირს ოჯახის შექმნაზე ფიქრის დაწყება მანამ, სანამ შესაფერის ქალს არ შეხვდება. ამიტომ ისეთი უმნიშვნელო ფრაზის თქმა როგორიცაა – “ჩვენს შვილებს არ მივცემთ ამის უფლებას” ნიშნავს, რომ ის არა მხოლოდ წარმოიდგენს ამას, არამედ უდრტვინველად ელის კიდეც ამ დროის დადგომას.
4. მას უტირია შენი თანდასწრებით.არ აქვს მნიშვნელობა ეს The Notebook-ის ყურებისას მოხდა თუ მაშინ როდესაც მისი ძაღლი დაიღუპა. ნებისმიერ შემთხვევაში, ის შენთან თავს უსაფრთხოდ გრძნობს. მამაკაცური “დაუმარცხებელის” ჯავშნის მოხსნა ცხადყოფს, რომ მას არ ეშინია გულწრფელი გრძნობების გამოხატვის. თუ ის არ ცდილობს ცრემლების დამალვას და შემდეგში არც სირცხვილის გრძნობა აწუხებს, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ის შენთან ერთად არა მხოლოდ სიხარულის, არამედ ჭირვარამის გაზიარებასაც აპირებს და სურს დარწმუნებული იყოს, რომ “ნაკლებად-მამაკაცურ” წუთებში არ განსჯი.
5. ის უეცრად პასუხისმგებლობით ეკიდება ფინანსებს.
მამაკაცები ფიქრობენ, რომ დაოჯახებამდე აუცილებლად უნდა ჰქონდეთ მოწესრიგებული მატერიალური მდგომარეობა. ასე რომ როცა ის უფრო მეტს ფიქრობს სამსახურეობრივ ზრდაზე, შეგროვებადი ან შემნახველი ანაბრის გახსნაზე და ფულს ხელგაშლილად აღარ ხარჯავს, შესაძლოა ნიშნავდეს, რომ ის მომავალზე სერიოზულად ფიქრობს და სურს შეძლოს ოჯახის რჩენა, როცა ამის საჭიროება დადგება.

Комментариев нет:
Отправить комментарий