2/27/2011

სექსი/ეროტიკა კულტურა და ხელოვნება


დიდი ხანია ბლოგზე არაფერი დამიწერია, ეს პირველ რიგში ჩემი მოუცლელობისა და კომპიუტერის გაუსაძლისი მდგომარეობის ბრალია, ისე კი არც ვიცი რაზე უნდა მეწერა, საერთოდ ვთვლი რომ ქართველ ბლოგერებს, არც თუ ბევრი თემა აქვთ საწერად, იშვიათია ბლოგი, რომელიც თემების მრავალფეროვნებთ გამოირჩევა. მე სულაც არ მინდა ყველაფერს მოვედო და ჩემი პირადი ცხოვრეიდან დაწყებული, გლობალური პრობელემებით დამთავრებული ყველაფერზე ვწერო.
ერთი კია, საინტერესო თემატური ლოგის გაკეტება საკმაოდ ძნელია,
თავდან მინდოდა პოსტები მედიაკრიტიკისათვის დამეთმო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ამ თემაზე ბევრი წერს და თან არც ისე ურიგოდ, და მართალია “ქართულ მედიას დღეს ჰაერივთ სჭირდება კრიტიკა” მე მაინც ვეცდები ამ თემას და “თიკო, მაიკო” პოსტებს გარკვეულწილად თავი ავარიდო.

მაინც რაზე უნდა წერდეს ბლოგერი?!

პირადი-ზოგისათვის საკმაოდ სანიტერესო თემაა და როგოც ჩანს ბლოგის პოპულარობასაც ზრდის, მაგრამ ჩემს ინტერესებში სულაც არ შედის რომ უცნობმა (არც ნაცნობმა) ადამიანებმა ჩემს მიერ სააშკარაოზე გამოტანილ ცხოვრებაში იქექონ
პოლიტიკა-ძალიან რთულია პოლიტიკაზე წერო და ისიც ობიექტური პოზიციიდან, განსაკუთრებით ჩემთვის, რადგან სრულიად აპოლიტიკური ადამიანი ვარ და გარდა ამისა, სულაც არ მინდა ოპოზიციის რიგითი ლიდერებივით ქვეყანას ვამცნო ჩემი “political views”

სექსი/ეროტიკა-ამ თემაზე წერა ჩემი მხრიდან (ასაკის გათვალისწინებით) ნამდვილად არ იქნება სწორი ნაბიჯი მიუედავად იმისა, რომ დღეს ეს საკმაოდ მომგებიანი თემაა, თუ პროფესიონალურად ვერ დაწერ, ვფიქრობ არც აქვს აზრი

კულტურა და ხელოვნება-ეს ძალიან დიდი თემაა და სავარაუდოდ ცოდნა და გამოცდილება (ოჰ, ეს ასაკი) არ მომცემს საშუალებას, მკითხველამდე სრულყოფლად მივიტანო საკითხი.

მოდა-რა თქმა უნდა არაჩვეულებრივი თემაა საწერად, მაგრამ ჩემი გულგრილობა და ამასთანავე გაუთვითცნობიერებულობა ამ სფეროში , არ მაძლევს საშუალებას რომ მოდური ბლოგერი ვიყო

ასევე არ ვაპიებ ჩემს ბლოგზე საკუთარი მოთხრობების, მით უფრო ლექსების განთავსებას, არა იმიტომ რომ არსად ვაქვეყნებ ან კრიტიკის მეშინია
უბრალოდ ეს ბლოგი არ ემსახურება ჩემი შედევრების პიარს:)

ბოლოს და ბოლოს რაზე დავწერ?
ალბათ ყოფითზე, რეალურზე, სიტუაციებზე, რომლებიც ყოველდღიურად ხდება, teen “პონტებზე”, ჩემს ტოლებზე და ვეცდები ეს ყველაფერი, საინტერესოდ იყოს წარმოჩენილი
ვფიქრობ დროდადრო მაინც წამძლევს სული და მორიგი პოსტით ჩემს აღშფოთებას გამოვთქვამ ქვეყანაში (შოუბიზნესში, მასმედიაში, კულტურაში) მიმდინარე მოვლენების გამო.

Комментариев нет: