1/19/2011

სიყვარული ადებილებს

 ვენის უნივერსიტეტში კიდევ ერთი ექსპერიმენტი ჩატარდა.ამჯერად მათ აინტერესებდათ, თუ როგორ მოქმედებდა სექსუალური ურთიერთობები ინტელექტზე. მათ ცდა ადამიანზე არ ჩაუტარებიათ. ყველაფერი ზღვის გოჭებზე გამოიცადა. ექსპერიმენტი ორი კვირა გრძელდებოდა. მონაწილეობას ორი სახის ზღვის გოჭები იღებდნენ. ერთი ნაწილი მარტო იყო, ხოლო მეორე ნაწილს მეორე ნახევრები ჰყავდათ. ექსპერიმენტით გაირკვა, რომ იმათ ვისაც მეორე ნახევრები ყავთ ინტელექტის დონე დაბალი აქვთ და შედარებით ნელა მოქმედებენ. ორი კვირის განმავლობაში მათ ლაბირინთში ერთი და იმავე ადგილზე უყრიდნენ საკვებს. ის ნაწილი, რომელსაც მეორე ნახევარი არ ჰყავდა ყოველთვის ერთი გზით მიდიოდა საკვებთან, ხოლო მეორე ნახევრიანი გოჭები ყოველთვის 
იბნეოდნენ  და  სხვადასხვა გზას მიმართავდნენ საკვების პოვნისათვის.
ამრიგად გაირკვა, რომ სიყვარული აშტერებს ადამიანს. ეს ისედაც ვიცოდით დარწმუნებული ვარ, მაგრამ ამჯერად ეს მეცნიერულად დამტკიცდა. დაშორდით შეყვარებულებს:) (ბოლო ხუმრობით)

Комментариев нет: