რაზეც ახლა უნდა შემოგჩივლოთ, იმას ნამდვილად არ ვიცი რა ჰქვია. იქნებ თქვენ იცოდეთ და უმორჩილესად გთხოვთ მოიღოთ მოწყალება ჩემზე და გამარკვიოთ საქმის ვითარებაში.
საქმე რაშია, არ მესმის რა მიზანს ემსახურება წარწერები სურათებზე: ,, არ მომწონს მაგრამ ჯუსტანის ხათრით” (აქ აუცილებელია მამრობითი სქესის წარმომადგენლის სახელი ეწეროს), ან ,,არ მომწონს მაგრამ იყოს ცოტა ხნით”. თუ არ მოგწონთ ხალხის სამსჯავროზე რაღას გამოიტანეთ ცოტა ხნით კი არა რამდენიმე წამითაც კი. თუ იმაზე ხართ დამოკიდებული რას იტყვის თქვენი მეზობელი, გამვლელი ან შორეული ნათესავის შორეული მეზობელი. ან თუ ფოტო არ მომწონს, რატომ უნდა დავდო ის ვინმე პეტრეს, პავლეს ან ჯუსტანის ხათრით. შეიძლება ის თქვენთვის სულაც არ იყოს ვინმე, მაგრამ თუ ფოტო სასტიკად და საშინლად არ მომწონს, ისე რომ შეიძლება ალერგიაც კი მომცეს მაშინ ამის აზრს სრულიად ვერ ვხვდები.
ასე იმიტომ გავილექსე, რომ ასე მგონია მსგავსი ადამიანები გარკვეული სახის ძალადობის მსხვერპლნი არიან. არ უნდათ ფოტოების დადება და ახირებული ადამიანების, თუ ახირებული დროის მონაკვეთების გამო უწევთ ეგზომ დიდი მსხვერპლის გაღება.
რა ჰქვია ამას?
მეტიჩარა საზოგადოების მეტიჩარა წარმომადგენლები!
Комментариев нет:
Отправить комментарий