ოცნებებს დიდი ხანია შევეშვი და ნელ-ნელა ჩამოვყალიბდი რეალისტად, მაგრამ ხანდახან მაინც გამკრავს ხოლმე აზრი, რომ ოდესმე რამეს მივაღწევ და მინიმუმ მამაჩემზე უკეთესი მამა ვიქნები. თუმცა ეს მხოლოდ ხანდახან, დანარჩენხან კი ვფიქრობ, რომ ჩემგან არაფერი გამოვა, საერთოდ არაფერი. რა თქმა უნდა, სიზარმაცე ჩემი ცხოვრების მთავარ როლშია, მაგრამ მარტო მისი ბრალიც არ უნდა იყოს.ფსიქოლოგიურს ალბათ როგორმე დავამთავრებ, აი მერე რა იქნება? რითი შეიძლება ფული ვიშოვო? ბავშვობაში, როცა ყველაფერი გაცილებით მარტივად წარმომედგინა, მსახიობობა მინდოდა, მაგრამ მერე აღმოვაჩინე, რომ მსახიობისთვის დამახასიათებელი და საჭირო თითქმის არც ერთი თვისება არ მაქვს. ფსიქოლოგი შეიძლება როგორმე გამოითალოს ჩემგან, მაგრამ არამგონია ისეთი, რომ ქვეყანა შეძრას, ან მინიმუმ, ჩემი ჯიბე მაინც შეძრას და შეამძიმოს ოდნავ.
12/04/2010
ერთი პოსტი...
About www.giorgigigeo.com
თქვენ იმყოფებით allinterse.blogspot.com - ზე, აღნიშნულ ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, სტატიები, ფოტოები, ვიდეორბი, რეკლამები და სხვა ნებისმიერი მასალა არ წარმოადგენს საიტის საკუთრებას და ვერ აიღებს მის შინაარსზე პასუხისმგებლობას.
მე
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий