ამონარიდი
-აბა მიმტკიცებდი რომ გიყვარდი, შენი სიტყვები მოწოლილი ვნება იყო მხოლოდ? ჰკითხა გოგომ, რომელიც ცრემლებს ვერ იკავებდა... - მე ხომ გეუბნებოდი რომ დაგეწერა ჩემზე, იმაზე თუ რას ვფიქრობ თუ როგორ მაწუხებს მომავალი ჩვენი ქვეყნის, პლანეტებზე დაგეწერა, მუზა არ გაქვს? თავისას გაიძახოდა ბიჭი. გოგო ფიქრობდა, თვითოეულ სიტყვას წონიდა და ნელნელა ბრაზი აწვებოდა ყელში..ის კი ხმამაღლა და ნერვიულად განაგრძობდა პათოსით" ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი ისევ ისეა უბრალოდ მიხედე შენს შემოქმედებას".. "სითბო? სიყვარული? მეგობრობა?" ფიქრობდა გოგო... "რა დაემართა ამ ყველაფერს? სად გაქრა? ამისთვის ვჭირდებოდი მე მხოლოდ"... ძალიან ეტკინა, მიხვდა იყენებდნენ და რაღაც დაიმსხვრა.... ჰმ, კოლხეთი!!! გაიფიქრა გოგომ და ჩქარი ნაბიჯით მოშორდა ბიჭს, თავაწეული, ამაყად მიდიოდა სახლისკენ, უნდოდა ბიჭს არაფერი ეგრძნო.... "ყველაფერი დამთავრდა" გაიფიქრა!.....