გთავაზობთ პირველ წერილს სერიიდან “განდაპასი გვირჩევს-ლიდერობის 5 საუდუმლო”, რომლის ფარგლებშიც შემოგთავაზებთ ცნობილი ბიზნესტრენერის რადისლავ განდაპასის მინი გაკვეთილებს ლიდერის აზროვნების განსავითარებლად.
ადამიანი როგორც წესი გაურბის რთული ამოცანების შესრულებას, ცდილობს გადადოს ისინი სხვა დროისთვის და ასე თანდათანობით გარკვეული დროის შემდეგ ღებულობს ძალიან ცოტა შესრულებულ საქმეს და უგროვდება ბევრი გადაუჭრელი ამოცანა.
ის ადამიანები კი, რომელებიც ცხოვრებას უდგებიან ლიდერის სტრატეგიით, ცდილობენ ძნელი სამუშაო შეასრულონ, რთული ამოცანები გადაჭრან და პრობლემები მოაგვარონ რაც შეიძლება მალე.
ცხოვრება საერთო ჯამში შედგება სხვადასხვა სახის პრობლემების, ამოცანების გადაჭრისგან და თუ თქვენ გადადებთ მათზე მუშაობას სხვა დროისთვის, ამით ამცირებთ მათი გადაჭრის ალბათობას და თქვენი პროგრესიც ძალიან ნელა მიმდინარეობს ან სულაც შეჩერებულია.
ამიტომ, არასდროს გადადოთ არაფერი ხვალისთვის. გადაწყვიტე-გააკეთე! გაიგე-მოახდინე რეაგირება! მიიღე წერილი - უპასუხე ეგრევე!
ოღონდ აქაც არსებობს გამონაკლისი შემთხევევბი. თუ თქვენ იმყოფებით ეიფორიაში ან ხართ განრისხებული, ასეთ დროს პირიქით - დაისაცდეთ მანამ, სანამ არ გადაგივლით ეს ემოციები და გადაწყვეტილება მიიღეთ მხოლოდ მას შემდეგ, როცა დამშვიდდებით, ცივ გონებაზე.
დავალება: ახლავე აიღეთ საწერ-კალამი და ფურცელი და ჩამოწერეთ სამი ამოცანა, სამი პრობლემა, რომლებიც საჭიროებენ გადაწყვეტას და რომლებსაც კარგა ხანია ყოველ დღე სახვალიოდ გადადებთ ხოლმე და დაუყოვნებლივ დაიწყეთ მათზე მუშაობა.
P.S. თუ თქვენი აქტიურობით და უკუკავშირით, აქ კომენტარებში ან ნებისმიერო სხვა ფორმით, დავრწმუნდები რომ ეს თემა თქვენთვის აქტუალურია, ამ წერილების სერიის შემდეგ, რომელიც შედგება 5 გაკვეთილისგან, შემოგთავზებთ უფასო ვიდეოების სერიას პრაქტიკული სავარჯიშოებით კრეატიული აზროვნების და ზოგადად გონების წვრთნისთვის.
P.P.S. გააზაირეთ ეს პოსტი თქვენს კედელზე. ვინ იცის, იქნებ ეს ინფორმაცია, როგორც ჰაერი ისე სჭირდება ამ წუთას რომელიმე თქვენს მეგობარს!