ჩვენ ზოგჯერ თავისუფალ დროს უსარგებლოდ ვხარჯავთ მეგობრებთან მიწერ-მოწერასა და ინსტაგრამზე ახალ-ახალი ფოტოების ატვირთვაში.
ამის მაგივრად, გთავაზობთ მიაქციოთ ყურადღება თვითგანვითარებისათვის განსაკუთრებით სასარგებლო საიტების ნაკრებს.
Coursera — არის საგანმანათლებლო პლატფორმა,რომელიც ყველა მსურველს გთავაზობთ ონლაინ-კურსებს წამყვანი უნივერსიტეტებისა და მსოფლიო ორგანიზაციებისაგან.universarium — გლობალური პროექტი, რომელიც მილიონობით შესაძლებლობას მoცემთ მიიღოთ ხარისხიანი განათლება საუკეთესო რუსი მასწავლებლებისა და წამყვანი უნივერსიტეტებისაგან.Khan Academy — უფასო საგანმანათლებლო რესურსი შეიცავს 4200-ზე მეტ უფასო მიკროლექციას ყველა შესაძლო დისციპლინაში-ლიტერატურიდან დაწყებული, კოსმოლოგიით დამთავრებული.Udemy — ცოდნის ბაზრობა, რომელშიც დღესდღეობით დარეგისტრირებულია 10 მილიონ სტუდენტზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. პროგრამაში შედის 40 ათასზე მეტი კურსი.UNIWEB — ონლაინ-სწავლების პლატფორმა, რომელიც წამყვან უნივერსიტეტებთან ერთად მუშაობს საგანმანათლებლო ონლაინ-პროდუქტებზე, ხარისხიანი რუსული განათლების გავრცელების მიზნით.უნივერსიტეტი — აქტუალური აკადემიური ცოდნის გაზიარება რუსულენოვანი აუდიტორიისთვის, საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, განათლებისა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მიუხედავად.HTML Academy — ონლაინ-კურსები, რომლის მიზანია ნებისმიერი დაინტერესებული პირი აქციოს პროფესიონალ ვებ-დიზაინერად.Lumosity — საიტი გონებრივი შესაძლებლობების განვითარებისათვის. თითქოს არაფერია, მაგრამ Lumosity-ს აქვს თავისი გამორჩეული თვისება: არჩევს ინდივიდუალურ “სატრენინგო პროგრამას” ყველასთვის. არ ინანებთ ამ საინტერესო პროექტზე დაკარგულ დროს.Eduson — ონლაინ-მომზადების ცენტრი მომავალი ბიზნესმენებისათვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ძირითადი მეთოდიკა-სხვადასხვა კურსი წამყვანი პროფესორებისა და წარმატებული პრაქტიკოსებისაგან.Wikihow — საიტი შექმნილია ათასობით ადამიანის ერთობლივი ძალისხმევით. ისევე როგორც ვიკიპედია (Wikipedia), WikiHow წარმოადგენს wiki-საზოგადოების ნაწილს და ყველას შეუძლია დაწეროს რაიმე ან დაარედაქტიროს ამ საიტის ნებისმიერი გვერდი.ინტერნეტ სკოლა — კურსი სოციალურ-ეკონომიკურ საგნებში, მათემატიკაში, ისტორიაში, რუსულსა და ინგლისურში.Lingualeo — საინტერესო და ეფექტური სწავლების პლატფორმა ინგლისურ ენაში, რომელზეც დარეგისტრირებულია 12 მილიონზე მეტი ადამიანი.Memorado — უფასო აპლიკაცია სმარტფონებისთვის, რომელსაც შემქმნელება უწოდეს: ” ნამდვილი სპორტული დარბაზი ტვინისათვის”. თამაში 600 საფეხურისაგან შედგება და წარმოდგენილია სხვადასხვა თავსატეხი.Duolingo — უფასო პლათფორმა ენის შესწავლისა და კლაუდსორსინგისათვის. სერვისი შემუშავებულია ისე,რომ გაკვეთილის მიმდინარეობისას მომხმარებლები პარალელურად მონაწილეობენ ვებ-საიტების, სტატიებისა და სხვა დოკუმენტების თარგმნაში.4brain — უფასო ტრენინგი აუმჯობესებს სწრაფი მოსმენის უნარს, სწრაფ ანგარიშს, შემოქმედებით აზროვნებას, ორატორულ შესაძლებლობეს, მეხსიერებას და ა.შ.Psychology Today —ინტერნეტ-ჟურნალი, რომელიც ეძღვნება მხოლოდ ჩვენს საყვარელ თემას: საკუთარ თავს. პორტალის თემატიკა მოიცავს ადამიანის ქცევისა და განწყობის ყველა ასპექტს: ფსიქიკური და ემოციური ჯანმრთელობა, პიროვნული ზრდა, ურთიერთობები, სექსი, ბავშვების აღზრდა და სხვა.Brainexer — საიტზე არის დიდი რაოდენობით ტესტი და სავარჯიშო ზეპირი ანგარიშის, მეხსიერების, ყურადღებისა და აზროვნებისათვის. ტესტები რეგისტრაციის გარეშეც უფასო და ხელმისაწვდომია. საიტზე ამ ინგლისურენოვანი რესურსის რუსული თარგმანიც მოიპოვება.Memrise —უნიკალური ონლაინ-პლატფორმა, რომელიც იყენებს ყველაზე თანამედროვე სამუშაო მეხსიერების ტექნიკას და ეხმარება მომხმარებლებს ინფორმაციის სწრაფად და ეფექტურად დამახსოვრებაში იმაზე უკეთ, ვიდრე სხვა დანარჩენი მეთოდი.10 — ონლაინ-სიმულატორი, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ უფასოდ შეისწავლოთ კლავიატურაზე ტექსტის სწრაფი ბეჭდვა ყველა თითით. საიტზე ჩანს თქვენი სტატისტიკა და ასევე,მომხმარებელთა მიღწევების საერთო რეიტინგი.Project Gutenberg —მსოფლიო ლიტერატურის სხვადასხვა ნაწარმოების ელექტრონული ბიბლიოთეკა, რომელიც დაარსდა 1971 წელს.იანდექსის სკოლა — ელექტრონული ლექციები, რომლის მთავარი მიზანია მოამზადოს როგორც Яндекс-ის, ასევე IT სპეციალისტები.Curious — საიტი შეიქმნა იმისათვის, რომ მსოფლიოს მასშტაბით მასწავლებლებს, სტუდენდებსა და ნიჭიერ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა გაუზიარონ ერთმანეთს თავიანთი გამოცდილება, ცოდნა და იშოვონ ფული.Sentences — ეს საიტი დაგეხმარებათ შეისწავლოთ და დაიმახოსვროთ ახალი ინგლისური სიტყვები და წინადადებები. მაღალი ხარისხის სასწავლო მასალა ხელს უწყობს ენის უკეთ შესწავლას.intuit — მსხვილი რუსული ინტერნეტ-უნივერისტეტი, სადაც შესაძლებელია მიიღო უმაღლესი განათლება, ასევე, პროფესიონალური გადამზადება.lektorium.tv — საინტერესო საიტი დიდი რაოდენობით რუსულენოვანი ლექციებით ათასგვარ სხვადასხვა თემაზე. ლექციების გარდა აქ ავრცელებენ სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციების ვიდეომასალებს.