
Kiva Systems დაკავებულია ავტომატიზირებული რობოტების შექმნით, რომელიც საწყობში საქონლის ტრანსპორტირებისა და დახარისხებისთვის გამოიყენება. კომპანია აწარმოებს ორი ტიპის მანქანას: უმცროს ვერსიას შეუძლია 450 კგ–მდე ტვირთის გადატანა, ხოლო უფროსს — 1 350 კგ–მდე. ნავიგაციისთვის გამოიყენება კამერა, რომელიც იატაკზე სპეციალური აღნიშვნებს კითხულობს; სერვერებთან ინფორმაციის გაცვლა უკაბელო კავშირის საშუალებით ხორციელდება.
როგორც გაირკვა, ინტერნეტ–მაღაზია Kiva Systems–ის ხელმძღვანელობას 775 მლნ. ამერიკულ დოლარს გადაუხდის; მოლაპარაკება მიმდინარე წლის მეორე კვარტალში დასრულდება, მარეგულირებელი ორგანოებისგან საჭირო ნებართვის მიღების შემდეგ. სავარაუდოდ, ეს ნაბიჯი Amazon–ს სასაწყობე სისტემის ოფტიმიზაციაში და ბიზნესის ეფექტურობის გაუმჯობესებაში დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ 2011 წელს Amazon–მა $48,08 მლრდ–ის გამომუშავება მოახერხა, რაც წინა წლის იმავე მაჩვენებელთან შედარებით 41%–ით მეტია ($34,20 მლრდ.). ამასთან სუფთა მოგება $1,15 მლრდ–დან ($2,53 აქციაზე) $631 მლნ–მდე შემცირდა ($1,37). შედეგის გაუარესებას, ვებ–მაღაზია, ევროპაში არასტაბილურ ეკონომიკურ მდგომარეობას და ტაილანდში დაფიქსირებულ მასშტაბურ წყალდიდობებს უკავშირებს.