
როდესაც ჩვენ თესლს ვთესავთ, შემდეგ უნდა ვიზრუნოთ მასზე, წყლით მოვრწყათ, მიწა გავაფხვიეროთ...
ზოგჯერ ჩვენ ზუსტად იმ დროს ვიხევთ უკან, როდესაც სულ ცოტაღა დრო რჩება ღივის დასანახად.. .
...იქონიე მოთმინება, დაელოდე მკას! ცხოვრებაში უცებ მხოლოდ პრობლემები მოდის. აი, წარმატებისთვის კი უნდა ვიბრძოლოთ. ვებრძოლოთ არა სხვებს, არამედ საკუთარ თავს, იმიტომ რომ ყოველ ჩვენს წარუმატებლობაში პირველ რიგში ჩვენ ვართ დამნაშავენი.
დაინახე შენი სისუსტე, აღიარე ის და შემდეგ აღმოფხვერი!

იცი, ჩვენი სამყარო კანონზომიერია. ანუ რასაც გასცემ იმას მიიღებ. გასცემ უნდობლობას ადამიანებისადმი, იგივეს მიიღებ და ათმაგად. შენს სიყვარულს გაუზიარებ მათ- იგივეს მიიღებ, ოღონდ არა - ათმაგად, არამედ - ასმაგად, იმიტომ რომ პოზიტიურ ენერგიას უფრო მეტი ძალა აქვს ვიდრე- ნეგატიურს!
ახლა კი - ჯანმრთელობას, ბედნიერებას, საკუთარი თავის პოვნას, თვითრეალიზაციას, ირგვლი კარგი ადამიანების ყოფნას და წარმატების მიღწევას გისურვებ!
...რასაც დათესავ, იმას მოიმკი.