5/20/2019

ნურმაგომედოვი მაკგრეგორზე: ჯუნგლებში მხოლოდ ერთი მეფე უნდა იყოს


შერეული სტილით მებრძოლი რუსი ჰაბიბ ნურმაგომედოვი, კონორ მაკგრეგორის სპორტიდან წასვლას გამოეხმაურა.
ნურმაგომედოვმა კომენტარი Twitter-ის საკუთარ გვერდზე გააკეთა.
30 წლის მებრძოლი მოკლე ტექსტით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ ჯუნგლებში მხოლოდ ერთი მეფე უნდა იყოს. განცხადება, აქტიური სპორტიდან წასვლის შესახებ, ირლანდიელმა სპორტსმენმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა. კონორ მაკგრეგორმა მსგავსი რამ 2016 წელსაც გააკეთა. ირლანდიელის გადაწყვეტილებას, გულშემატკივართა შორის არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა.
ჰაბიბ ნურმაგომედოვმა, კონორ მაკგრეგორის დამარცხება 2018 წლის 7 ოქტომბერს შეძლო. ამ გამარჯვებით, რუსმა სპორტსმენმა ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.