3/07/2019

იცოდით? სარეცხი მანქანა სოკოვან დაავადებებს იწვევს, აუცილებლად გაწმინდეთ ის!

ყველა დიასახლისისთვის გამოსადგომი რჩევები:
თუ გრძნობთ, რომ გარეცხილ სარეცხს ცუდი სუნი აქვს, სარეცხი ფხვნილი კი ვერ შველის და ამჩნევთ, რომ სარეცხ მანქანას საკეტ კარზე რეზინას მუქი ფერის წერტილები გაუჩნდა, ეს შავი სოკოა… ის უამრავ დაავადების გამომწევევი მიზეზი შეიძლება გახდეს!
ეს მავნებელი სოკო ჩნდება მაღალ ტენიანობის დროს ან სითბოში, საპირფარეშო კი ამისათვის ზედგამოჭრილი ადგილია, სოკოს სპორები ჰაერში გადაადგილდება და ალბათ ხვდებით, რამხელა რისკია მათი თავიდანვე არმოცილება და იგნორირება…
სარეცხ მანქანა ძირითადად 40 გრადუსზე ან ზემოთ მუშაობს, რაც თბილ გარემოს ქმნის შიგნით და ზუსტად ეს უწყობს ხელს მათ გაჩენას. თუმცა თუ შესაბამისად და სისტემატურად მოვუვლით, სოკო ფეხს ვერ მოიკიდებს და ვერ განვითარდება!

გავწმინდოთ სარეცხი მანქანა შემდეგი გზით:
დაგჭირდებათ საწმენდი სითხე ქლორი, საწმენდი ღრუბელი ან სხვა ნაჭერი, რომელიც გამოყენების შემდეგ აუცილებლად უნდა გადააგდოთ, ასევე აუცილებელია ხელთათმანები და ცოტაოდენი ლიმონმჟავა, 30 გრამი საკმარისია.
– ქაღალდის ხელსახოცით ან უბრალო სალფეთქით გაწმინდეთ სარეცხ მანქანის შიდა განყოფილება, გადააგდეთ ეს ხელსახოცი.
– ქლორიანი სითხე სარეცხი მანქანის ბარაბანის რეზინაზე მთლიან ზედაპირზე დაასხით, ის შემდეგ თვითონ გადანაწილდება შიგნიდან.
– დახურეთ სარეცხი მანქანა და რამოდენიმე საათი დატოვეთ.
– 3 საათის გასვლისას გავლების რეჟიმზე დააყენეთ და ჩართეთ.
– რეჟიმის დასრულებისას ფხვნილის ჩასაყრელ ადგილას ჩაასხით 30 გრამი ლიმონმჟავა და დააყენეთ ყველაზე მაღალი ტემპერატურის რეცხვის რეჟიმი და ჩართეთ.

ამ ყველაფრის შემდეგ თქვენი სარეცხი მანქანა იბრწყინებს, აუცილებლად გააკეთეთ ეს პროცედურა 3 თვეში ერთხელ და ვერანაირი მიკრობები და სოკო/სპორები ვერ დაიმკვიდრებს თქვენს სარეცხ მანქანაში. ესეთი მოვლა ასევე სასარგებლოა სარეცხი მანქანისთვის, ის მეტხანს შეძლებს გემსახუროთ თქვენ!