3/07/2019

თუ თქვენ სახლში დაწვავთ დაფნის ფოთოლს, შედეგი აუცილებლად გაგაოგნებთ

ჩვენთვის კარგად ცნობილია დაფნა, რომელიც მუდამ მარადმწვანეა და აქვს პატარა, ლამაზი ფორმის , პრიალა ფოთლები. იგი სასიამოვნო არომატის მქონე მცენარეა , რომელიც ან პატარა ხის ან ბუჩქის სახით გვხვდება ხოლმე და საკმაოდ გავრცელებულია.
დაფნას , გარდა მასთან ასოცირებული სასარგებლო თვისებებისა, მნიშვნელოვანი ისტორიული დატვირთვაც ჰქონდა და აქვს. მაგალითად ჩვენთვის ცნობილი პირველი ქართველი ქალი – მედეა , რომელიც ცნობილი იყო თვისი სამკურნალო ნიჭით , მის სამკურნალო ბალახებში ასევე მოიპოვებდით დაფნასაც. გარდა ამისა დაფნა არაერთხელ შეგვხვედრია სამეფო გვირგვინების ფორმითაც. დაფნის ფოთლებით გაკეთებული გვირგვინი, ან დაფნის ფოთლების მსგავსი ფორმით მოოქროვილი გვირგვინი. საინტერესოა, რატომ აქცევდნენ ასე ძალიან დიდ ყურადღებას დაფნას ჩვენი წინაპრები? იმიტომ , რომ დაფნას, მის ტოტებს უკვდავების, ბრძოლებში გამარჯვების , ტრიუმფის დატვირთვა ჰქონდა და აქვს კიდევაც. მისი სიმბოლური მნიშვნელობა დღესაც აქტუალურია.

დაფნა ხშირად გამოიყენება სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად , თუმცა მისი სამკურნალო თვისებები დღესაც ყურადღებას იპყრობს, მაგალითად : მისი ნახარში გამოიყენება თმაზე სავლებად, ასევე ამცირებს სტრესს, ხელს უწყობს არტერიული წნევის დარეგულირებას, ეწინააღმდეგება და დამამშვიდებელი მოქმედება აქვს ეპილეფსიის დროს, იგი ასევე ასუფთავებს სასუნთქ გზებს, მისი ფოთლის ნამწვავი კი შეიძლება გამოვიყენოთ მეჭეჭების გასაქრობად.
როგორ გამოვიყენოთ დაფნის სამკურნალო თვისებები? ეს ძალიან მარტივია, დაფნის ფოთლები კარგად გარეცხეთ, შემდეგ მას დაასხით მდუღარე წყალი და ცოტა ხნით დატოვეთ, მას შემდეგ რაც ნაყენი მზად იქნება, შეგიძიათ იგი პირდაპირ ნაყენის სახით მიირთვათ ან შეურიოთ საკვებში და ისე მიიღოთ.
გარდა ამისა , ცნობილი გახდა დაფნის ფოთლებით  სამკურნალო ახალი გზა, რომელიც დადებითად მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე და საშიში არ არის ამ მეთოდის გამოყენება თოთო ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის. ავიღოთ გამხმარი  დაფნის ფოთლები და დავწვათ ჩვენს საძინებელ ოთხში. წვის შედეგად გამოიყოფა ეთერზეთები : პინენი, ცინეოლი, C ვიპამინი დიდი ოდენობით და რუტინი , რომლებიც ხელს უწყობენ ორგანიზმის მოდუნებას და დამშვიდებას, გარდა ამისა მას უარყოფითი გავლენა აქვს სახლში დაბუდებულ მწერებზე . მის არომატს შეუძლია , რომ ადვილად მოგაშოროთ  თვიდან აბეზარი მწერები.