3/07/2019

როგორ მოვიშოროთ პირის ღრუში დაგროვებული უსიამოვნო სუნი?

 არასასიამოვნო სუნს პირის ღრუდან – ჰალითოზს ეძახიან. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მეტად მტკივნეული საკითხია მათთვის, ვინც მას კარგად იცნობს, რადგან პირის ღრუდან არასასიამოვნო სუნი ბევრ მნიშვნელოვან ფაქტორს უკავშირდება, მაგალითად როგორიცაა: დაბალი თვითშეფასება, ფსიქოლოგიური, ემოციური თუ ხვა მსგავსი პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ ის პიროვნება, ვისაც ცუდი სუნი აქვს პირის ღრუში ხშირად ამას თვითონ ვერ გრძნობს, ეს შეუმჩნეველი არ რჩება სხვა ადამიანებს. იმისათვის, რომ გავიგოთ გვაქვს თუ არა ჰალითოზი ჩავატაროთ პატარა ტესტი სახლის პირობებში. ავიღოთ ბამბა და დავიდოთ ენის შუაგულში, შემდეგ დავასველოთ ნერწყვით და დავყნოსოთ, თუ კი არასასიამოვნო სუნი გეცემათ , მაშინ თქვენ ჰალითოზი გაქვთ.


ჰალითოზის გამომწვევ მიზეზებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სწოორედ პირის ღრუს, რომელშიც 120-ზე მეტი ბაქტერია ბინადრობს და ისინი ძირითადად კბილის კარიესსა და კბილებს შორის ზონებში გვხვდებიან , ან კიდევ პირის ღრუს სხვა ადგილებში. ისინი სწრაფად ვრცელდებიან და ამის მიზეზი კბილების მოუვლელობაა. ამიტომ ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა ვეწვიოთ სტომატოლოგს, რადგან  პირის ღრუში არასასიამოვნო სუნი შეიძლება ღრძილების დაავადებაზეც მიგვანიშნებდეს. გარდა ამისა, ჰალითოზისის გამომწვევი შეიძლება იყოს სხვა ისეთი ფაქტორები , როგორებიცაა : კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, ცხვირ-ხახის, თირკმლის, დიაბეტის, ფილტვებისა და ღვიძლის პათოლოგიები.
უსიამოვნო სუნის გამოწვევა პირის ღრუში შეუძლია ასევე სხვადასხვა მედიკამენტების მიღებას, რომლებიც ნერწყვის გამოყოფას ამცირებს , მაგალითად ( ანტიდეპრესანტები , ფსიქოტროპული, ანტიჰისტამინები, ნარკოტიკული , ანტიჰიპერტენზიული საშუალებები) .გარდა ამისა, უსიამოვნო სუნი პირის ღრუში შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს სიმშრალემ. ამ დროს რეკომენდირებულია მინერალური წყლის დალევა, რომელიც ანოტივებს პირის ღრუს ან კიდევ პიტნის საღეჭი რეზინის დაღეჭვა , რომელიც ხელს უწყობს ნერწყვის გამოყოფას პირის ღრუში.
უსიამოვნო სუნის წარმომშობი წყარო სწორედ პირის ღრუში, ენის უკანა ნაწილია, რომელიც ხაოებითაა დაფარული და ბაქტერიების დაბუდების ადგილია, რომლებიც ხელს უშლიან გოგირდის შემცველი ამინომჟავების მოქმედებას დაა წარმოქმნიან აქროლად გოგირდოვან ნაერთებს, რომლებიც სპეციფიური სუნის მქონენი არიან. 
როგორ ავიცილოთ თვიდან უსიამოვნო სუნი ?
აუცილებელია , რომ კბილები დღეში ორჯერ გამოვიხეხოთ, ასევე გამოვიყენოთ ენის საწმენდი სპეციალური ჯაგრისი. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ კბილის ძაფი, რომელიც აშორებს, ჭამის შემდეგ დარჩენილ საკვების ნამცეცებს, ან შეგიძლიათ გამოიყენოთ მენთოლის შემცველი საღეჭი რეზინა, რომელიც ეფექტურია კბილებიდან საკვები ნამცეცების მოსაშორებლად და ასევე ახშობს პირში არსებულ არასასიამოვნო სუნს. პირის ღრუს არასასიამოვნო სუნის გასაქრობად ასევე კარგია ვაშლის, სტაფილოს, ძლიერი ჩაის, ოხრახუშის და სხვა მსგავსი საშუალებების მირთმევა, რაც შეეხება კბილის პასტას შეეცადეთ , რომ მცენარეულ პროდუქტზე დამზადებული კბილის პასტა შეიძინოთ. კარგი იქნება გვირილის და სხვა მსგავსი სავლებების გამოყენებაც .
გარდა ამისა ჰალითოზის გამომწვევი მიზეზი შეიძება სხვა ფაქტორებიც იყოს. თუ პირის ღრუ მუდამ წესრიგში გვაქვთ, მაშინ აუცილებლად ეწვიეთ თერაპევტს, რათა დადგინდეს ჰალითოზის გამომწვევი ნამდვილი მიზეზი, მიუხედავად იმისა, რომ უსიამოვნო სუნის დროებით მოშორება სხვადასხვა გზებით შესაძლებელია, ეს არ ნიშნავს მის სამუდამოდ გაქრობას. ამისათვის აუცილებელია დადგინდეს ნამდვილი მიზეზი და დაინიშნოს სწორი მკურნალობა, რათა პირის ღრუს უსიამოვნო სუნი სამუდამოდ ავირიდოთ თავიდან .