3/07/2019

გულმავიწყობას ჭინჭარი ებრძვის

ახალგაზრდობიდანვე ვემზადებოდი სკლეროზთან შესახვედრად, ვცდილობდი ისეთი საკვები მიმეღო, რომ მასთან “პაემანი” რაც შეიძლება დიდი ხნით გადამედო… მაგრამ დაძაბულმა ცხოვრებამ თავისი კვალი დამატყო, თითქმის ყველგან ქაღალდითა და კალმით დავდივარ. არც ისეთი ასაკოვანი ვარ, ახლავე წამლების სმა რომ დავიწყო, სიბერეში რაღა მეშველება მეთქი ვიფიქრე, ამიტომ ისევ ფიტოთერაპიული საშუალებები ვამჯობინე და არც მინანია. ძალიან მარგო ჭინჭრის ფოთლების ნაყენმა. აი მისი მომზადებისა და მიღების წესი:


აიღეთ 200 გრამი ჭინჭარი (ყველას მაისში მოკრეფილი სჯობს) და დაასხით 0,5ლ არაყი, ჭურჭელს თავი დოლბანდით მოუკარით, პირველ დღე–ღამეს ფანჯარაზე დადგით, მომდევნო 6 დღე კი სიბნელეში მოათავსეთ, შემდეგ გაწურეთ და თავდახურულ მინის ჭურჭელში შეინახეთ, სვით თითო ჩაის კოვზი ყოველ დილით, უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე და თითო ჩაის კოვზი – საღამოს, ძილის წინ.
მეხსიერების გაუმჯობესებას კურსის დაწყებიდან ორ კვირაში იგრძნობთ, რადგან გაუმჯობესდება გულის მუშაობა, სისხლის მიმოქცევა და მისი შემადგენლობა.
მეხსიერებისთვის კარგია ყოველ დილით, უზმოზე, ცხელი ვაშლის ძმარგარეული წყლის (1 ჩაის ჭიქა წყალში 1–2 კოვზი ძმარი) ან ლიმონის წვენის მიღება.