3/07/2019

როგორ დავამარცხოთ ნევროზი?!

მას შემდეგ, რაც სამსახურიდან დაითხოვეს, ჩემმა ქმარმა ცხოვრების ინტერესი დაკარგა. საკუთარ თავში ჩაიკეტა, აღარც ჭამდა და აღარც სვამდა. აღარ გვკითხულობდა, აღარ გველაპარაკებოდა… აღარ ვიცოდი, რითი მეშველა, ბოლოს გადავწყვიტე, ხალხური მეთოდები მეცადა… უამრავი საშუალება გამოვცადე და ბოლოს რამდენიმეზე შევჩერდი. ამ წამლებმა მე – მეუღლე, ბავშვებს კი მამა დაუბრუნა. გთავაზობთ ამ რეცეპტებს.


დეპრესიული მდგომარეობის, ნერვული სისტემის გამოფიტვის, ასთენიისა და ნერვული წარმოშობის სისუსტის დროს სვით შვრიის ღეროების ნახარში: 3 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ შვრიის ღეროს დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი. მიიღეთ ჭამის წინ, დღეში სამჯერ.
ნერვული სისტემის გამოფიტვის და უძილობის შემთხვევაში მიიღეთ ნაღველას ნაყენი: 2 სუფრის კოვზი დააქუცმაეთ, დაასხით1 ჭიქა ადუღებული წყალი და ადუღეთ 10 წუთს. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
თუ არ გაწუხებთ მაღალი არტერიული წნევა და გული, არ გტანჯავთ უძილობა, ნევრასთენიისა და დეპრესიის დროს მიიღეთ მანჯურიული არალიის ფესვების ნაყენი, 15–20 წვეთი დღეში ორჯერ.