3/07/2019

7 ქმედება, რომელიც უნდა შეასრულოთ დილის 8 საათამდე


ჩვენ ხშირად საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებს ვდებთ მომავალი დღისთვის. ასე შეიძლება გაგრძელდეს ცხოვრების ბოლომე. ყოველდღიურად ჩვენ დაკავებულები ვართ, ზოგჯერ ისეთი დაკავებულებიც რომ შეუძლებელი გვგონია ოცნებისკენ სწრაფვა.

როგორ განვარძოთ განვითარება და ოცნებებისკენ სწრაფვა?
ამისთვის ასებობს რამოდენიმე ოქროს წესი.

1. იძინეთ ერთ დღე-ღამეში 7 საათზე მეტი.

ჯანმრთელ ძილს აქვს სხვადასხვა პლიუსები:
🔹 აძლიერებს აზროვნების უბნებს 
🔹 ახანგრძლივებს სიცოცხლეს 
🔹 ამცირებს სტრესს 
🔹 ამცირებს სხვადასხვა სტიმულატორებზე დამოკიდებულებას (მაგალითად კოფეინი)
🔹 ამცირებს ავარიების რისკსს 
🔹 ამცირებს დეპრესიის განვითარების რისკებს და სხვა

2. მედიტაცია და ლოცვა გეხმარებათ სიმშვიდის მოპოვებაში.

გამოფხიზლების შემდგომ საჭიროა დრო დაუთმოთ ლოცვას ან მედიტაციას. ეს ორი არის გადამწყვეტი ელემენტები იმისთვის რომ თქვენი აზროვნება იყოს საღი და ნათელი.

3. ფიზიკუი აქტივობა.

თუ გსურთ რომ იყოთ ბედნიერ, ჯანმრთელ და პროდოქტიული ხალხის სიაში აუცილებელია რეულარული ვარჯიშები. ადამიანები ხშირად სტუმრობენ სპორტულ კომპლექსებს ამ მიზნით.

4. გამოიყენეთ 30გრ პროტეინი.

დონალდ ლეიმანი, ილინოისის შტატის უნივესიტეტის პროფესორი, რომელიც იკვლევს კვების რაციონს, რეკომენდაციას უწევს საუზმის დროს მიიღოს ადამიანმა 30გრ პროტენი. თითქმის ზუსტად იგივე ინფომაცია წერია წიგნში სახელად: ” სრულყოფილი სხეული 4 საათში”, რომელიც გამოაქვეყნა ტიმ ფერისმა.
იმისათვის რომ დილით ორგანიზმმა მიიღოს პროტეინი ტიმ ფერმსი გვაწვდის შემდეს: 
🔹 საკვებს რომელსაც ამზადებთ დილისთვის უნდა შეიცავეს 40% პროტეინს 
🔹 ეს შეგიძლიათ მარტივად მოამზაოთ თუნდაც რომ მოხარშოთ 2-3 ცალი კვერცხი. თითო კვერცხი შეიცავს 6გრ პროტეინს. 
🔹 თუ თქვენ არ გგიყვათ კვერცხი, შეგიძლიათ მიირთვათ ინდაური, ბეკონი, ნატურალური ფარში (ღორის) ან ძეხვეული. 
🔹 ასევე შეგიძლიათ მოიმზადოთ პროტეინის წვენი.

5. მიიღეთ ცივი შხაპი.

მწვრთნელი ტონი რობინსი ყოველ დილას იწყებს საცუაო აუზში ბანაობით, სადაც წყლის ტემპერატურა არ აჭარბებს 13 გრადუსს. 
გრილ წყალში ბანაობა ხელს უწყობს როგორც ფიზიკურ ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობას. თუ თქვენ რეგულაულად მიიღებთ ცივ შხაპს ხანგძლივ პერსპექტივაში დადებითად იმოქმედებს თქვენს იმუნურ სისტემაზე, საჭმლისმომნელებელ, სისხლძარღვოვან სისტემებზე.

6. მოუსმინეთ ან წაიკითხეთ სასარგებლო ინფორმაცია.

ხშირად ადამიანები ეძებენ გასართობ ინფორმაციებს. წარმატებული ადამიანები კი ყოველდღე კითხულობენ ან უსმენენ სასარებლო ინფორმაციებს. ასევე კვირაში კითხულობენ ერთ წიგნს მინიმუმ.

7. გადახედეთ თქვენს მიზნებს.

თქვენი მიზნები უნდა იყოს ჩამოერილი და დალაგებული კატეგორიების მიხედვით ( ხანგძლივ და მოკლევადიან კატეგორიებად ). თუ თქვენ დაუთმობთ რამოდენიმე წუთს ყოველდღე თქვენივე ჩამოწერილ მიზნებს ეს დაგეხმარებათ იმაში რომ იბრძოლოთ ამ მიზნებისთვის და მიაღწიოთ წარმატებას.