2/26/2019

ბაჩო მაისურაძე – ალუდას ხსოვნას

Bacho Maisuradze – Aludas khsovnas

Key of C

Em კიდევ 1000–ჯერ გამოიდარებს
Am ცა დაიღვრება ცრემლად და თოვლად
D კიდევ ამოვა ვარდი გვირილა
G მაგრამ ვაი რომ შენ აღარ მოხვალ
ამოაგლიჯეს ხეებს ფესვები
ამოაცალეს ჭიუხებს გული
მთებიც ტირიან რომ გაუფრინდათ
ეს დაუოკებელი სული
მისამღერი
E7 ნეტავ მთას რად ებრძვის Am სიკვდილი
D ნეტავ მთებისგან Gრა უნდა
C ზეცას შეასკდა Amტკივილი
B7 შენი სიკვდილისგან Emალუდა
X2
ჩვენ გვავიწყდება რომ ყველა კაცი
რომ ყველას შვილი შვილია ღმერთის
ღმერთმა ალუდა მიიღო ცაში
აღარ შეეძლო მოთმენა მეტის
ის არ მომკვდარა გარდაიცვალა
უსასრულობის გაცურა ზღვაში
მან მხოლოდ ბინა გამოიცვალა
დედამიწიდან გაფრინდა ცაში
მისამღერი: X2
ლექსი:
ახლა კი მართლა მივდივარ დედი
დე მართლა ვრჩები საუბარს შენთან
გახსოვს პატარას მიყვარდა დედი
თამაში ძილისწინ შენს გაშლილ თმებთან
აი ლამაზი ფიქრებით ვკვდები
ვრჩები საუბარს მივდივარ ღმერთთან
აი ლამაზი ფიქრებით ვკვდები
ვრჩები საუბარს მივდივარ თქვენგან.
რითმი:
:დაბლა: (პაუზა 1 წამიანი), :დაბლა: :მაღლა: :დაბლა: :მაღლა: :მაღლა: :მაღლა: :დაბლა: :მაღლა: :დაბლა: :მაღლა: