3/13/2018

***

-იცი… უკვე დიდი ხანია შენზე არამც თუ მიფიქრია, არც კი გამხსენებიხარ. უბრალოდ ავდექი და შენგან მიტოვებულმა ცხოვრება განვაგრძე. დაგივიწყე. გუშინ კი საყიდლებზე სეირნობისას გოგონას მოვკარი თვალი. საკმაოდ უჩვეულო სახის ფორმა და ნაკვთები გაქვს, მაგრამ მის ლოყებს შევხედე თუ არა , მაშინვე თვალწინ დამიდექი მთელი სიმძაფრით. ოო, ნეტავ შემეძლოს კვლავ დაგიბრუნო და ისე ძლიერად შეგიყვარო, როგორც უწინ. ნეტავ ისევ შემეძლოს ვუყურო, როგორ მაცლი ტუჩებიდან შენივე წასმულ პომადას. იქნებ ისიც შევძლო, რომ კვლავ გიჟურად შეგაყვარო თავი, რომ ჩემს დანახვაზე მუხლებმა კვლავ თავისთავად დაიწყოს თრთოლვა. მეც უფრო ჯელნტმენი გავხდე და ვაიძულო თავი კოცნის გარდა ფიქრადაც არ გავივლო სხვა რამ. იქნებ ერთხელაც ჩემი ბაგეების გარეშე წამითაც ვეღარ შეძლო სუნთქვა… და სწორედ ამ დროს მიგატოვებ, ძუკნავ