1/06/2018

რიპლი 1 წელიწადში 537-ჯერ გაძვირდა

რიპლი, ესაა უკვე #2 კრიპტოვალუტა ბიტკოინის შემდეგ. მისი კაპიტალიზაცია ამ დროისათვის 121 მილიარდ დოლარს აღწევს და კრიტობაზარზე 1000-ზე მეტი ციფრული ვალუტიდან 15.2%-იანი წილი უკავია.
რიპლი ინტერნეტმიმოქცევაში 2012 წელს გაეშვა, თუმცა 2017 წლამდე მის შესახებ ცოტაც თუ სმენოდა. ზუსტად 1 წლის წინ, 2017 წლის 6 იანვარს რიპლის ჯამური კაპიტალიზაცია 537-ჯერ ნაკლებს, 225 მილიონ დოლარს შეადგენდა. თუ ვინმემ 1 წლის წინ 100 დოლარის რიპლი შეიძინა და დღემდე არ გაუყიდია, მის კრიპტოანგარიშზე ამ დროისთვის 53 700 დოლარი იქნება. რიპლი რამდენჯერმე ნახტომისებურად გაიზარდა. პირველად ეს 2017 წლის მარტში მოხდა, შემდეგ მაისში და დეკემბრის მეორე ნახევრამდე დიდად აღარც შეცვლილა, 20-30 ცენტის ფარგლებში მერყეობდა.


 კაპიტალიზაციის რეიტინგში მეოთხედან ჯერ მეხუთე, შემდეგ კი მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა. ინვესტორები ნდობას კარგავდნენ, როცა ხედავდნენ რომ ბიტკოინი, ბიტკოინ ქეში, ლაითკოინი, იოტა... ყველა მათგანი იზრდებოდა რიპლის გარდა. ბერისთვის მოულოდნელად 12 დეკემბრიდან რიპლმა ასტრონომიული სიჩქარით დაიწყო ზრდა. 4 იანვარს პიკს მიაღწია, როცა ფასმა 3.84 დოლარს, კაპიტალიზაციამ კი 148 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, 1600%-იანი ზრდა 3 კვირაში, შემდეგ მცირედით გაუფასურდა, მაგრამ 3 დოლარიან ზღვარს მხოლოდ 2-ჯერ ჩამოსცდა რამდენიმე საათით. ამჟამად $3.12 ღირს.
რიპლის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი სისწრაფეა. საერთაშორისო გადარიცხვებისას ტრანზაქციის დადასტურებას ტრადიციული ფულის შემთხვევაში 3 დღე სჭირდება, ბიტკოინისთვის ეს დრო 1 საათამდე მცირდება, ეთერიუმისთვის 2 წუთამდე, რიპლისთვის კი მხოლოდ 4 წამია საჭირო. გარდა ამისა რიპლისთვის წამში 1500 ტრანზაქციის დარეგისტრირებაა შესაძლებელი, ბიტკოინისთვის კი მხოლოდ 7.

სხვა კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით რიპლის მაინინგი და დიდი ხანია რაც 38.7 მილიარდი რიპლი ტრიალებს მიმოქცევაში, თუმცა თეოროიულად მისი 99.99 მილიარდამდე გაზრდაა შესაძლებელი, დარჩენილი ნაწილი უკვე შექმნილია. ციფრული ვალუტებიდან ბანკებთან ყველაზე მჭიდროდ რიპლი თანამშრომლობს.

ზუსტი პროგნოზი კრიპტობაზარზე შეუძლებელია, თუმცა ანალიტიკოსები გარკვეულ ვარაუდებს მაინც გამოთქვამენ. მათი აზრით რიპლის ფასი 2018 წლის ბოლომდე 6-7 დოლარამდე უნდა გაიზარდოს.
https://m2b.ge/post/177870-ripli-1-weliwadsi-537-jer-gazvirda