10/17/2017

ბიტკოინები დოლარების ბარათზე ვიზა / მასტერკარდზე როგორ გადავიყვანო ?

Cex.io

 მოკლედ მეგობრებო ვეცდები გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება ბიტკოინის-ალტკოინების განაღდებასთან დაკავშირებით.

 დღეს დღეობით ბევრი გზა არსებობს თანხის განაღდებისთვის, ესენია emoney.ge, unipay.ge xapo.com (რომელიც სხვათაშორის ქართველ მომხმარებლებს ოქტომბრიდან ემშვიდობება) და ა.შ. ხვდებით ალბათ რომ დღეს ჩვენ მათზე არ ვისაუბრებთ Smile
მაშ ასე, შეიძლება ბევრისთის იყოს ნაცნობი და ბევრისთვის არა, არის ასეთი საიტი Cex.io რომელზე რეგისტრაციის შემდეგაც თქვენ გექნებათ საშუალება რომ დააკონვერტიროთ ბითქოიები დოლარში და დარიცხოთ თქვენ მიერ გადაბმულ პლასტიკურ ბარათზე. 
იმისთის რომ სრულყოფილად და და მაღალი ლიმიტებით შეძლოთ თანხის განაღდება ამისთვის საჭიროა საიტზე გაიაროთ 3 ტიპის ვერიფიკაცია, ესენია: 
1.ტელეფონის ნომრის ვერიფიკაცია 
2.პირადობის დადასტურება ID ბარათით 
3.მისამართის ვერიფიკაცია (ეს უკანასკნელი შეგიძლიათ აიღოთ TBC ბანკიდან 10 ლარი ჯდება ან იუსტიციის სახლიდან და ა.შ მოკლედ ბევრი ვარიანტი არსებობს ამისთვის) მოკლედ ვერიფიკაციის გავლის შემდეგ შეძლებთ დღიურად გაანაღდოთ 3000$ ან ევრო.