8/21/2017

ღრუბლოვანი მაინინგი-რას ნიშნავს მაინინგი?


ღრუბლოვანი მაინინგი (დისტანციური, ღრუბლოვანი მაინინგი) - ეს არის დისტანციური გამოყენება გამოთვლითი სიმძლავრეების კრიპტოვალუტის მოსაპოვებლად (მაგ. Bitcoin და Litecoin). მაინინგის ამ მოდელის გაჩენა გამოიწვია ბიტკოინის ფასის ზრდის შედეგად წარმოშობილმა მოპოვების სირთულემ, რამაც არახელსაყრელი გახადა მაინინგი სახლის პირობებში მაინინგ ენთუზიასტებისთვის.
ღრუბლოვანი მაინინგი გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას დაიწყოთ კრიპტოვალუტის მოპოვება კაპიტალის ჩადების და ღრმა ტექნიკური ცოდნის გარეშე. მიუხედავად სიმარტივისა მოცემული მოდელის, აუცილებელია რამოდენიმე ნიუანსის დაზუსტება. კერძოდ, აღსანიშნავია რომ არსებობს ორი ვარიანტი ღრუბლოვანი მაინინგის.

პირველი ვარიანტი - დისტანციური ჰოსტინგი. კრიპტოვალუტის ეს ხერხი მიესადაგება მათ, ვინც კარგად ერკვევა მაინინგში და სურს ქონდეს კონტროლი აპარატურაზე. ამ მოდელის უკუმხარეა ის რომ მოითხოვს თანხისა და დროის სერიოზულ ინვესტიციას, მოწყობილობა საკმაოდ ძვირი ღირს და მოითხოვს მაინერის პარამეტრების კონფიგურაციის ცოდნას. ამ ვარიანტის დროს მოწყობილობა მდებარეობს ტექ-ცენტრში, მომხმარებელს აქვს სრული კონტროლი და წვდომა მაინერზე, რაც ხორციელდება დისტანციურად. მაინერის პარამეტრებზე და კონფიგურაციაზე პასუხისმგებელია მომავალი მფლობელი, რომელიც იხდის ელექრტო ენერგიისა და მომსახურების საფასურს.
აქედან გამომდინარე, მოცემული ვარიანტის უპირატესობა მდგომარეობს მაინინგ-პროცესის სრულ კონტროლში და შეთანხმების დასრულების შემდეგ მოწყობილობების მიღებაში. უკუმხარეს წარმოადგენს დიდი ფულადი დანახარჯი და შესაბამისად რისკი.
მეორე და უფრო მისაღები ვარიანტია, სიმძლავრის გარკვეული ნაწილის დისტანციური ყიდვა, რომელსაც გამოიმუშავებს ჩვენი მოწყობილობები. ისინი განთავსებულია საიმედო დატაცენტრში (ღრუბლოვანი მაინინგი). ცენტრის სპეციალისტები თავად ირჩევენ პულებს, ეფექტურობიდან და საიმედოობიდან გამომდინარე, აგრეთვე უზრუნველყოფენ მოწყობილობების მხარდაჭერას და სერვისის უწყვეტ მუშაობას.
ეს ვარიანტი იძლევა სერიოზულ უპირატესობებს: თქვენ არ გიწევთ ლოდინი, არ გაწუხებთ ხმაური და უდიდესი დენის გადასახადი. ყველაზე მთავარია, რომ არაა აუცილებელი ფლობდეთ სპეციალურ ცოდნას მაინერის დასაკონფიგურებლად ან გაწიოთ დიდი ხარჯები. შესაძლებელია იყიდოთ ნებისმიერი სიმძლავრე, პირველადი შენატანი მხოლოდ დამოკიდებულია მომხმარებლის სურვილზე და ამბიციაზე. აქედან გამომდინარე, ინვესტირება და რისკი გაცილებით მცირეა ვიდრე დისტანციური ჰოსტინგის ვარიანტში.
HashFlare გთავაზობთ მომსახურებას ღრუბლოვანი მაინინგის სფეროში, გარანტირებული ჩართვა, სადღეღამისო წვდომა, მარტივი სამართავი, მაღალი წარმადობა და ყოველდღიური გადახდა.
ღრუბლოვანი მაინინგი შესანიშნავია დამწყებებისთვის ვისაც სურს მოსინჯოს მაინინგი და მიიღოს შემოსავალი, აგრეთვე გამოცდილი მომხმარებლებისთვის რომლებსაც არ სურთ დიდი რისკების გაწევა და დროის ხარჯვა ტეკნიკის ყურადღებაზე.
HashFlare