6/27/2017

ყოველდღიური სექსი: 10 სასარგებლო თვისება ჯანმრთელობისთვის

გთავაზობთ აქტიური სექსუალური ცხოვრების სასარგებლო თვისებებს. ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ მიხვდებით, რომ კვირაში სამჯერ სექსი ან თუნდაც ყოველდღიური აქტი არა მარტო თქვენი ფსიქოლოგიური განწყობისთვისაა კარგი, არამედ თქვენი სხეულისთვისაც.

სიცოცხლეს ახანგრძლივებს
ჟურნალ "British Medical"-ის მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სექსი სიცოცხლეს სისხლის ცირკულაცისს ამაღლების შედეგად ახანგრძლივებს.

ერექციული დისფუნქცია
სამწუხარო სტატისტიკა: მამაკაცების 50 პროცენტს, რომელიც 40 წლისაა, ერექციული დისფუნქცია აქვს. ამის ბრალი კი ყოველდღიური სექსის არ ქონაა.

ძილი
რაც უფრო აქტიურია სექსი, მით უფრო ემსგავსება ის ვარჯიშს. რაც უფრო აქტიურია ვარჯიში, ორგანიზმს უფრო სჭირდება დასვენება - ანუ ძილი.



წინამდებარე ჯირკვალი 
ეაკულაციის დროს სითხის უდიდეს ნაწილს წინამდებარე ჯირკვალი გამოყოფს, მაგრამ თუ ის თავის ფუნქციას არ შეასრულებს, სითხე შეგროვდება და შესაძლოა, პროსტატის გამოდინება და ანთება გამოიწვიოს.

თვიური ნორმა
ამერიკელმა მეცნიერებმა კვლევების შედეგად მამაკაცისთვის ორგაზმების თვიური ნორმა დაადგინეს:

21. ზუსტად ამ რაოდენობის ეაკულაცია ამცირებს პროსტატის კიბოს გაჩენის შანსებს.

კუნთები
სექსის მეშვეობით უამრავი კუნთის გამაგრება და ვარჯიში შეგიძლიათ.

ართრიტი
ექიმმა ჯორჯ ერლიხჰა სქესობრივი ცხოვრებისა და ართრიტის კავშირი გამოიკვლია. მართალია, ერლიჰი სასურველ შედეგამდე ვერ მივიდა, მაგრამ მან გაარკვია, რომ ის პაციენტები, რომლებსაც ხშირად ჰქონდათ სექსი ტკივილებს არ გრძნობდნენ.

დაბერება
დევიდ უიკსი ედინბურგის ნეიროფსიქოლოგია და ამტკიცებს:

"იმისთვის, რომ 10 წლით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ, სექსით კვირაში სამჯერ უნდა დაკავდეთ".

იმუნიტეტი
თუ უფრო ხშირად გექნებათ სექსი ორგანიზმში, აიწევს A კლასის იმუნოგლობინის დონე - ანტიტელი, რომელიც ორგანიზმს გრიპის ვირუსთან ბრძოლაში ეხმარება.

სტრესი
სექსის დროს ორგანიზმი დოფამინს გამოყოფს. ეს არის ნივთიერება, რომელიც სტრესის ჰორმონებს ებრძვის. ხოლო დოფამინთან ერთად ენდოფინი და ოქსიტოცინიც წარმოიშვება. ეს უკანასკნელი კი დადებითად მოქმედებს ლიბიდოზე.