3/16/2017

ფრთხილად!!! მატყუარა საიტები

სოციელური ქსელები დღითი დღე უფრო იკიდებს ფეხს ჩვენ ყოველდღიურობაში და თანდათანობით ისინი გასართობი საიტებისაგან გადაიქცნენ მეტად საინტერესო სარეკლამო რესურსებად, იმის გამო რომ სოციალურ ქსელების აუდიტორია ძალზედ ფართოა, სარეკლამო კამპანიებიც მეტად აქტიურდებიან.

სოციალური ქსელები ამ მხრივ მართლაც ძალიან მოსახერხებელია, ვინდაიან იქ ზუსტად ვხედავთ თუ მომხმარებლების რა რაოდენობა მოიცვა, რამდენჯერ ნახეს და რამდენმა დაალაიქა რეკლამა. აქედან გამომდინარე სოციალურ ქსელში ხშირად ვხვდებით მეტად აგრესიულ რეკლამას, რომლის მიზანი როგორმე მეტი ვიზიტის დაგროვებაა საიტებზე, ამიტომაც ქავერზე ვხედავთ ძალიან მყვირალა და საიტერესო სათაურებს, ხშირად გვხვდება სკანდალები, თითქოს აკრძალული ან საშინელი ვიდეოები და როდესაც გადავალთ საიტზე ჩვენ გვხვდება რაიმე ვიდეო, რომლის ნახვა მხოლოდ მას შემდგომ შეიძლება, რაც გავიზიარებთ, უმეტეს შემთხვევაში კი იქ არაფერი განსაკუთრებული არ არის ხოლმე, რის გამოც თავს მოტყუებულად ვგრძნობთ.
მაგალითისათვის ერთი ჩვეულებრივი პოსტი ავიღოთ, ვინაიდან საქართველოში საზოგადოებას პოლიტიკური თემები ძალზედ პოპულარულია, ხშირად გვხვდებით ასეთ სათაურებს,
საიტზე გადასვლის შემდგომ კი ჩვენ გვხვდება ასეთი სურათი:
თუ კი გავიზიარებთ მაშინ ვნახავთ, რომ არაფერი განსაკუთრებული ვიდეოში არ ხდება.
ასევე ხშირია კატასტროფის თემებიც, რატომღაც მომხმარებელს საშინელი კადრები იზიდავს, რაც მარკეტოლოგებმა კარგად იციან:
მაგრამ უმეტესად არაფერი განსაკუთვრებული იქ არ გვხვდება
არის მომხმარებლების მოტყუების კიდევ უფრო საშიში ხერხი, დასაწყისისათვის პოსტი ზუსტად იგივე პრინციპით ვრცელდება სოციალურ ქსელებში; სკანდალური სათაურები და პოპულარული თემები… საიტზე გადასვლის შემდეგ კი ვხედავთ ამგვარ სურათს:
როგორც ხედავთ საიტზე ვიდეოს საყურებლად საჭიროა გაფართოების დაყენება თქვენი ბრაუზერისათვის, მოკლედ რომ ვთქვათ გაფართოება ეს არის პატარა პროგრამა რომელიც ბრაუზერში მუშაობს, ზოგიერთი მათგანი ძალიან მოსახერხებელია, მაგრამ უმეტესობა სარეკლამო დანიშნულებისაა და ისინი ბრაუზერის მუშაობას ძალიან აფერხებს, რასაც თან სდევს არასტაბილური და ნელი მუშაობა, ეს კიდევ უკეთეს შემთხვევაში, უარეს შემთხვევაში კი ასეთი საიტები არის სხვადასხვა ვირუსების გავრცელების საუკეთესო საშუალება.
ასე რომ იყავით ფრთხილად და ნუ აჰყვებით სკანდალურ სათაურებს, არ გადახვიდეთ არა სანდო საიტებზე, თუ კი რაიმე ძალიან საინტერესო ხდება სხვადასხვა რეიტინგული საინფორმაციო სააგენტოები ამას ყველაზე პირველად გაავრცელებენ.
P.S. საიტების დასახელებები წაშლილია, ვინდაიდან ყველას შეუძლია სოციალურ ქსელებში უამრავი მათგანის ნახვა.