1/24/2017

მთვარის კლუბი

მთვარის კლუბი


იანვრის ფოტოკოლაჟი

Posted: 23 Jan 2017 02:13 AM PST


გასული კვირა საკმაოდ უცნაური, დაუგეგმავი და სპონტანური გადაწყვეტილებების ჯამს წარმოადგენდა. თუმცა მთავარი იმ ცუდ და ნაკლებად ცუდ ფაქტებს შორის მაინც ერთია. დაიწყო 2017 წელი. როგორც იქნა უკან მოვიტოვეთ საახალწლო ორომტრიალი. ოლივიეს, საცივის და მილოცვების მარაგიც ამოწურულია. რაც იმას ნიშნავს რომ რუტინული 2017 ოფიციალურად გახსნილად ცხადდება. ყოველი შემთხვევისთვის კარგად მოიქექეთ ჯიბეები, ვინიცობაა სასაჩუქრედ დარჩენილი კანფეტი არ გქონდეთ გადანახული. მე კი მანამდე პატარა ფოტოკოლაჟს შემოგთავაზებთ. ნაახალწლევი განწყობით. რას იზამ, დასავლეთს წელს ჯერჯერობით არ გვერგო თოვლის წვევის ბედნიერება. ასე რომ გვიანი შემოდგომა და ზამთარი ახლა ჩვენთან ერთი ფერია

მწვანე კონცხი

ჭოროხის დელტა

გურია, კოლხეთის დაბლობი. მდინარე რიონი

გურია


ჭოროხი
ბოტანიკური ბაღის შეყინული ნოტები

გურია, ქედი