6/04/2016

კულინარიული ბლოგი


კულინარიული ბლოგი


Posted: 03 Jun 2016 11:35 AM PDT
დღეს ძალიან კარგ რეცეპტს გთავაზობთ. მარტივი და უგემრიელესი კერძია. შეგიძლიათ მოამზადოთ სადილისთვის ან ვახშმად. მარტივია, თუმცა ცოტა დიდი დრო სჭირდება. ძალიან არომატულია და მისი მომზადებით ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით.


დაგჭირდებათ:

  • 1 კგ. ნახევრად მოხარშული კარტოფილი
  • 400 გ. სოსისი
  • 400 გ. ქამა სოკო
  • 250 გ. არაჟანი
  • 1/2 კონა კამა
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება:
  • კარტოფილი და სოსისი მრგვალად და თხლად, სოკო კი გრძლად და თხლად დაჭერით. კამა წვრილად დაჭერით.
  • საცხობ ტაფას წაუსვით ზეთი, შემდეგ კი ფორმაზე გაანაწილეთ კარტოფილი, მოაყარეთ მარილი, პილპილი და კამა, წაუსვით არაჟანი, შემდეგ ფენად სოსისი დაალაგეთ, ბოლოს კი სოკო. მოაყარეთ მარილი.

  • ეს ფენა ისევ გაიმეორეთ.  არაჟანი კვლავ გადაუსვით და კამა მოაყარეთ.
  • ფორმას ზემოდან ალუმინის ქაღალდი გაუკეთეთ. შედგით 250 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. ასე აცხვეთ 30 წუთი, შემდეგ კი ალუმინის ქაღალდი მოხსენით და 10-15 წუთი ასე აცხვეთ. კარყოფილი და სოკო რომ გამოცხვება, მზადაა.