1/18/2016

„სოციალური მედია, ბლოგების დამზადება და გამოყენება“

ფონდი საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA), გაეროს

ბავშვთა ფონდი (UNISEF) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო

განვითარების სააგენტო (USAID)

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის „აფხაზეთი“ ოფისი, სტალინის ქუჩა

17 იანვარი, 2014 წელი.   8 საათი

დღის წესრიგი:




 წარდგენა,  გაცნობა და მონაწილეთა მოლოდინების განსაზღვრა

 ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები, განრიგი, მუშაობის ფორმები

და  წესები, საორგანიზაციო საკითხები

 ბლოგის დანიშნულების გაცნობა

 ელექტრონული ფოსტის გამოყენებით ბლოგის შექმნა

 ბლოგში მუშაობა, პოსტების შექმნა

 შესვენება ყავით

 ნასწავლის გამეორება

 გაჯეტების შექმნა. სურათებისა და ვიდეოების ჩასმა გაჯეტებსა და

პოსტებში

 შესვენება

 საინტერესო საიტების ჩასმა გაჯეტებში

 პოსტებზე ნაწერში ლინკის დადება

 სურათების ალბომად დადება გაჯეტებში

ტრენინგის მიზანი და ამოცანები: მასწავლებლები გაეცნობიან  ბლოგის

დანიშნულებას, ბლოგების შექმნის ტექნიკას და მის გამოყენებას საკუთარი

ინტერესებისა, შეხედულებებისადმი, ასევე  ინფორმაციის გამდიდრების მიზნით.

რეზიუმე: აღნიშნული ტრენინგი ჩატარდა არასამთავრობო ორგანიზაცია

„აფხაზეთის“ მიერ, რომლის შუამდგომლობითაც ჩვენს სკოლაში ფუნქციონირებს

სასკოლო კლუბები. მე ვარ გარემოს დაცვის კლუბის მწვრთნელი. ეს

ორგანიზაცია გვიტარებს მწვრთნელებს ტრენინგებს. სწორედ მათ მიერ

მოწყობილ ტრენინგზე მოვხდი, როგორც ერთ-ერთი მწვრთნელი. ტრენერი იყო

ქალბატონი ქეთინო ცერაძე.

ტრენინგი დაიწყო ურთიერთგაცნობით. შემდეგ ვისაუბრეთ, თუ ვის

გვქონდა ბლოგი და როგორ ვიყენებთ მას. მე აღვნიშნე, რომ ბლოგი მაქვს,

რომელიც შევქმენი მეორე დონის ტრენინგის გავლის დროს და მასზე

ატვირთული მაქვს რამდენიმე გაკვეთილი. ასევე სხვადასხვა მონაწილეებმა

დააფიქსირეს თავიანთი აზრი.

ტრენერმა დაწვრილებით ისაუბრა ბლოგის დანიშნულების შესახებ და და

ეს ყველაფერი გაგვაცნო პრეზენტაციის საშუალებით. მან გაგვაცნო, როგორ

შეიძლება გამოვიყენოთ მასწავლებლებმა ბლოგი ჩვენს სასარგებლოდ,

განსაკუთრებით კი სქემაში ჩართულმა მასწავლებლებმა. გაგვაცნო, რომ სწორედ

ბლოგის საშუალებით შეგვიძლია ჩვენი ელექტრონული პორტფოლიოს შექმნა

და გამოქვეყნება.

          შემდეგ აგვიხსნა, თუ როგორ შევიდეთ ფოსტის საშუალებით ბლოგის

გვერდზე. ჩვენ პარალელურად პრაქტიკულად ვასრულებდით მის მირ

პოექტორით ეკრანზე ნაჩვენებ მითითებებს. ტრენერმა აგვიხსნა, ბლოგზე

პირველად საჭიროა დარეგისტრირება, შემდეგ ბლოგის შექმნა, სადაც უნდა

მივუთითოთ ბლოგის სახელი ქართული ასოებით, ხოლო შემდეგ ველში ბლოგის

მისამართი ინგლისური ასოებით, სადაც არ იწერება არც წერტილი, არც ტირე და

არც ადგილის გამოტოვება შეიძლება. თუ ამ ველის გასწვრივ ძახილის ნიშანი

გაჩნდება, ეს იმას ნიშნავს ამ მისამართით ვერ შევქმნით ბლოგს და სხვა

მისამართი უნდა ჩავწეროთ. შემდეგ უნდა ავარჩიოთ ფონი, მომდებნო ნაბიჯზე

კი ამ ბლოგზე განვათავსებთ ჩვენთვის საჭირო ინფორმაციას, რომელიც

შეგვიძლია გავაფორმოთ სურათებით.

           გვასწავლა, როგორ შეიძლება ბლოგზე დადებული ინფორმაციის

რედაქტირება  და ჩასმული სურათის გადიდება, დაპატარავება ან ორიგინალური

ვერსიით დატოვება. ასევე გვასწავლა, როგორ აღვადგინოთ დაკარგული

რედაქტირების ფანქარი.

გარდა ამისა ვისწავლეთ ბლოგის რედაქტირება: სათაურის და ფონის

შეცვლა, წაშლა, ახალი პოსტის შექმნა, სადაც შეგვეძლება სხვა დღის ჩანაწერების

გაკეთება.

10 წუთიანი შესვენების შემდეგ  გავიხსენეთ ახსნილი მასალა და

შევასრულეთ პრაქტიკულად. შემდეგ გვასწავლა გაჯეტების შექმნა სხვადასხვა

დიზაინით, მასში სურათებისა და ვიდეოების ჩასმა, გაჯეტებისათვის ადგილების

შეცვლა და მათი წაშლა.

შესვენების შემდეგ ტრენერმა გვასწავლა პოსტზე ნაწერში ლინკის

დადება. ასევე ვისწავლეთ პრეზენტაციის ატვირთვა ჩვენს ბლოგზე. ბოლოს კი,

ჩვენი თხოვნიდან გამომდინარე, აგვიხსნა სურათების ალბომად გადაქცევა და

ისე ატვირთვა ბლოგზე. ტრენინგის შეფასების შემდეგ დავემშვიდობეთ

ერთმანეთს.

ტრენინგის მნიშვნელოვნების დასაბუთება:

2011 წელს გავლილი  მაქვს მეორე დონის ტრენინგი, სადაც ვისწავლე

ბლოგის შექმნა და ყველა მონაწილემ ინდივიდუალურად შევქმენით ჩვენი

ბლოგები, მათ შორის მეც გავაკეთე ჩემი ბლოგი, რომელზეც შემდეგ ავტვირთე

ჩემი გაკვეთილები. ვარ სერთიფიცირებული მასწავლებელი და ჩართული ვარ

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში. ამიტომ გადაწყვეტილი

მაქვს შევქმნა ჩემი ელექტრონული პორტფოლიო. რადგან ბლოგზე მუშაობის

საშუალებები ხშირად იცვლება მსურდა კიდევ  ერთხელ გამევლო აღნიშნული

ტრენინგი, რათა გამეხსენებინა ნასწავლი და გავცნობოდი სიახლეებს. ამიტომ

ჩემი მოლოდინები ამ ტრენინგის მიმართ იყო დიდი და ჩემი მოლოდინები

გამართლდა. გავიხსენე ბლოგის შექმნა, რედაქტირება, სურათებისა და

ვიდეოების ჩასმა, პრეზენტაციებისა და გაკვეთილების ატვირთვა. ასევე

ვისწავლე სურათების ჩასმა ალბომის სახით, რაც წინა ტრენინგზე არ მისწავლია.

ამ ტრენინგზე გავიგე, როგორ შეიძლება ელექტრონული პორტფოლიოს შექმნა.

ტრენინგი იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი. ვაპირებ ჩემი

შეხედულებები და ცოდნა გავუზიარო ჩემს კოლეგებს. ვითანამშრომლებ სქემაში

ჩართულ მასწავლებლებთან, რადგან მათაც გავლილი აქვთ აღნიშნული

ტრენინგები და აპირებენ ელექტრონული პორტფოლიოს შექმნას.

https://drive.google.com/file/d/0B76YEg_HuWH9SDExaFlJNkRhN1E/view