8/08/2012

არა მხოლოდ ცნობისმოყვარე ბავშვები აბეზრებენ თავს უფროსებს უამრავი შეკითხვებით, არამედ ზრდასრულ ადამიანებსაც ბევრი შეკითხვა ებადებათ

დღევანდელ პოსტში, კი ათ ერთიმეორისაგან სრულიად განსხვავებულ და ცოტა არა იყოს უცნაურ შეკითხვაზე გაცემულ ათ პასუხს გაეცნობით, რომლებიც ვფიქრობთ საინტერესოა.




 
ბუნებამ ბორბალი რატომ არ შექმნა?
 ბუნებამ იგი შექმნა, უბრალოდ, იგი კარგა ხანი შეუმჩნეველი იყო. მიკროორგანიზმები გადასაადგილებლად მრგვალ დისკოებს იყენებენ. ბაქტერიებიც გადაადგილდებიან „ბორბლის“ მეშვეობით, რის შმდგომაც უჯრედოვანი მემბრანის „ბორბალს“ ემაგრებიან. ეს ბორბალი უზარმაზარი სისწრაფით ბრუნავს (წამში დაახლოებით 100 ბრუნით) და გამოიმუშავებს ელექტროენერგიას, რომელიც მუხტავს უჯრედოვან მემბრანაზე მიმაგრებულ პროტეინებს.

 
რომელი ცხოველები ჭამენ ბზიკებს?
 ბზიკებს ჭამენ: ფრინველები, დათვი, თრითინა (სინდიოფალა), ვირთხა და თაგვი.
 ბზიკებსა და ფუტკრებს ჭამენ ფრინველთა 133 სახეობა, რომლებიც თავს არიდებენ მათ ნაკბენს. მაჩვები თავს ესხმიან ბზიკების ბუდეებს, მიუხედავად ბზიკთა დიდი წინააღმდეგობისა. ბზიკებს ასევე „გეახლებიან“ კალიები, ბაყაყები და ხოჭოები. ბზიკთა ზოგი ნაირსახეობის ჭუპრებს, ადამიანები კარაქში წვავენ და მიირთმევენ.

 
რამდენად უნდა გასუქდე ადამიანი, რომ ტყვიაგაუმტარი გახდეს?
ამისათვის საშინლად მსუქანი ყოფნაა საჭირო. ყველაზე გავრცელებული, 9 მმ–ის კალიბრის მქონე ტყვიას, ადამიანის 60 სმ–იან სხეულში დაუბრკოლებლად შეუძლია გავლა. გარდა ამისა, ცხიმის ძალზედ სქელმა ფენამ ტყვია რომც შეაჩეროს, იგი შინაგან ორგანოებს იმგვარ სერიოზულ დაზიანებას მიაყენებს, რომ ადამიანი შესაძლოა სისხლძარღვთა თრომბოზით გარდაიცვალოს.
 
რატომაა, რომ თუ გაჭრილ ვაშლს ლიმნის წვენს წავუსვამთ, ვაშლი არ გამუქდება?
 ამ კითხვის პასუხთან დაკავშირებული საიდუმლო ვაშლის უჯრედოვან სტრუქტურაში მდგომარეობს. როცა დანა ვაშლს ჭრის, იგი ვაშლის უჯრედებს აზიანებს, ხოლო მასზე მოხვედრილი ჰაერი, კი ამ ხილის ფერმენტებს ჟანგავს, რის შედეგადაც ვაშლი მოყავისფრო (მოჟანგისფრო) შეფერილობას იღებს. ლიმონმჟავა, კი რომელსაც ლიმონი უხვად შეიცავს, ამ პროცესებს ანელებს და ფაქტიურად იგი ვაშლის ზედაპირის დამცველად გვევინება.

 
რამდენი სახეობის მიკროორგანიზმი ბინადრობს ადამიანის ორგანიზმში?
 ადამიანის ორგანიზმი დაახლოებით 200 მიკროორგანიზმის მატარებელია, რომელთაგან 80 მხოლოდ პირის ღრუშია. ჩვენი ორგანიზმი ყოველდღიურად 100 მილიარდიდან 100 ტრილიარდამდე ბაქტერიას გამოყოფს. ადამიანის ნაწლავის ყოველ კვადრატულ სანტიმერტზე, კი – 10 მილიონამდეა. ყველაზე მეტი მიკრობი ბუდობს კბილებზე, ყელში და საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, სადაც მიკრობული კონცენტრაცია 1000–ჯერ აღემატება, ვიდრე კანის ზედაპირზე. გარდა ამისა, ადამიანის სხეულზე არსებობს ისეთი პარაზიტები, როგორიცაა ფოლიკულარული ტკიპა, რომელსაც ადამიანისათვის ზიანი არ მოაქვს, იგი კანის მკვდარი უჯრედებით იკვებება. რაც შეეხება სხვა პარაზიტებს, მათ არა ზიანის მომტანს ნამდვილად ვერ დავარქმევთ. მაგალითად, ამება – Naegleria fowlery, რომელიც ადამიანის ტვინში იბუდებს და მანამდე მრავლდება ვიდრე ადამიანი არ გარდაიცვლება.

 
რატომ სუსხავს ჭინჭარი ასე მწარედ?
 ჭინჭარი შეხებისას ამგვარ ძლიერ დისკომპორტს იმიტომ იწვევს, რომ იგი 3 ქიმიური ნივთიერების ნაერთს გამოყოფს, როცა მის ფოთოლზე არსებული ნაზი ბუსუსები ადამიანის კანთან კონტაქტში შედის. ამ მჟავურ–ქიმიური ნივთიერებების დასუსხვის საწინააღმდეგოდ, რომელსაც ჭინჭარი შეიცავს, კარგია მჟაუნის ფოთლის დასუსხულ უბანზე დაფენისა და გასმის მეთოდის გამოყენება, რადგან იგი ტუტოვან ნივთიერებას გამოყოფს. ამ მეთოდის ეფექტურობასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვბაობა არსებობს, ზოგიერთები თვლიან, რომ ტკივილის დაამება ხდება იმიტომ, რომ მჟაუნის გრილი ფოთოლი კანს აგრილებს.

 
თუ შავი შეფერილობის შარვალში, ან ქვედაბოლოში შევიმოსებით, საჯდომი უფრო პატარა ზომის ჩანს, თუ არა?
 პასუხი: დიახ, ეს ასეა. ადამიანის თვალი უკეთ აღიქვამს ნათელ ფერებს. ამდენად, სხეულის გარშემოწერილობა მუქი ტონის სამოსში 1 ზომით ნაკლებად აღიქმება. თუმცა პრობლემა იმაში გახლავთ, რომ ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ადამიანს უკნიდან უცქერთ. თუ გვერდულად შეხედავთ, ფორმა იგივეა, რაც რეალურ სინამდვილეშია.

 
 რა ზომისაა თხუნელის სორო?
 თხუნელა იკვებება მატლებით, მწერებით და სხვა მცოცავი რეპტილიებით, რომლებიც მის მიწისქვეშა სამყაროში აღწევენ. თხუნელის სოროს ზომა დამოკიდებულია იმ ნიადაგის ხარისხზე, რომელშიც იგი ბინადრობს. მჟავურ ნიადაგში მცხოვრები თხუნელის სორო გაცილებით მცირე ზომისაა. ზრდასრულ თხუნელას შეუძლია გათხაროს სორო, რომლის ფართობმაც შესაძლოა 7 ათასი კვ. მ–ი შეადგინოს. იგი მრავალდონიან (შესაძლოა 6 დონიანსაც) გვირაბის ქსელს წარმოადგენს. თხუნელა მიწაში ღრმად თხრის სოროს, რომელსაც ე.წ. გადასასვლელები აქვს და ასევე ერთგვარი „სათავსოებიც“ გააჩნია, სადაც იგი თავის „სარჩოს“ ინახავს.

 
განიცდის, თუ არა ადამიანი ტკივილს, როცა მას თავს აჭრიან?
 პასუხი: დიახ, განიცდის. სამედიცინო კვლევის შედეგად, რომელიც 1983 წელს ჩატარდა, გაკეთდა დასკვნა, რომ მიუხედავად იმისა, თუ რამდენად სწრაფადაა თავის კვეთა განხორციელებული, ადამიანი წამიერ ტკივილს მაინც განიცდის. თვით გილიოტინის გამოყენებისასაც კი, რომელსაც ყველაზე „ჰუმანურ“ საშუალებად მოიხსენიებენ, ტკივილისაგან თავის არიდება შეუძლებელია. როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ტკივილი 2–3 წმ–ს გრძელდება.

 
რატომაა ანანასი ასეთი ჩხვლეტია?
 ანანასის გარეგანი ნაწილი მართლაც ეწინააღმდეგება მის შიგთავსს, რომელიც რბილსა და გემრიელ ხილს წარმოდგენს. როგორ ჭამენ მას ცხოველები?
 საქმე იმაში გახლავთ, რომ ანანასი, რომელიც მაღაზიებში იყიდება, ბოლომდე დამწიფებული არაა. ცხოველები, კი რომლებიც ტყეში ცხოვრობენ, მას მხოლოდ სრული დამწიფების შემდგომ მიირთმევენ. კარგად შემოსული ანანასი რბილია და შესაბამისად მისი გახსნა იოლია. ჩხვლეტია გარეკანი, კი ბევრ ხილს აქვს, რათა საბოლოო დამწიფებამდე დაიცვან ისინი.