7/22/2012

Yahoo!–ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს




კომპანია Yahoo!–ს განცხადებით, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას, Google–ის ერთ–ერთი ყოფილი ღელმძღვანელი, მარისა მაიერი (Marissa Mayer) დაიკავებს.



Yahoo!–ს ექს–მმართველი, სკოტ ტომპსონი (Scott Thompson), მისი მიმართულებით აგორებული სკანდალის გამო, მიმდინარე წლის მაისში, იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი პოსტი. საინვესტიციო ფონდის, Third Point–ის დირექტორის, დანიელ ლუბის (ფლობს Yahoo!–ს აქციების 5,8%–ს) განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ტომსპნის ბიოგრაფაში ნახსენებია ბაკალავრის ხარისხი კომპიუტერული მეცნიერების სფეროში, სინამდვილეში მას ეს არ მიუღია.

37 წლის ქალბატონი, მაიერი აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შესრულებას დღესვე (17 ივლისი) შეუდგება. Yahoo!–ში მოსვლამდე ის მონაწილეობდა ისეთი პროექტების განვითარებაში, როგორიც გახლავთ Google Search, Gmail, Google News და Google Images. გარდა ამისა, ჟურნალ Fortune–ის რეიტინგში, რომელიც შეერთებული შტატების ბიზნესში 50 ყველაზე გავლენიან ქალბატონებს ეხებოდა, მარისა მაიერი ზედიზედ ოთხჯერ მოხვდა — 2008, 2009, 2010 და 2011 წლებში.



წყარო: Yahoo!