7/04/2012

რა არის Windows 8 Consumer Preview?

29 თებერვლიდან, ყველა მსურველს ჰქონდა მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა Windows 8 – ის ბეტა-ტესტირებაში. მიუხედავად იმისა რომ , ზამთრის ბოლო დღეს გამოშვებულ Windows 8 Consumer Preview-ს და უფრო ადრე ხელმისაწვდომ Windows 8 Developer Preview- ს აქვთ ერთი და იგივე ოპერაციული სისტემა, ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. 29 თებერვალს Microsoft — ის ადმინისტრაციის განცხადებით, წარმოდგენილი ვერსია 100 ათასჯერ გაუმჯობესებულია ვიდრე სექტემბერში გამოცემული ტესტური რელიზი დეველოპერებისთვის. თუ Windows 8 Developer Preview გვაძლევდა შესაძლებლობა მომავალში ერთი თვალით ჩახედვის, Windows 8 Consumer Preview შეხების შესძლებლობას გვაძლევს.




Windows 8 — ის ბეტა ვერსია უახლოესი თვეების განმავლობაში კიდევ გაუმჯობესდება, მაგრამ ის Developer Preview-სგან განსხვავებით გვაძლევს სრულ სურათს თუ როგორი იქნება Microsoft-ის ახალი ოპერაციული სისტემა. რამდენადაც Windows 8 Consumer Preview ორიენტირებულია მომხმარებელზე და არა დეველოპერებზე , შეიცავს მთელ რიგ გაუმჯობესებულ ფუნქციებს. მისი ინოვაციებია :

 გაუმჯობესებული ნავიგაცია, კლავიატურა და კომპიუტერის თაგვი.
 მაღაზია დანართით Windows Store
 ინტეგრაცია SkyDrive-თან
 Internet Explorer 10




Windows 8 Consumer Preview- ის გამოშვებამდე ცოტა ადრე, Windows — ის ახალ ვერსიას უჩნდება ახალი ლოგო, რომელიც განსხვავებულია წინამორბედებისგან, ზუსტად ისე როგორც ახალი ინტერფეისი Metro განსხვავდება წინა მოდელებისგან.
პარადოქსულია თუმცა ახალი ლოგოტიპი ძალიან ჰგავს Windows 1.0 — ის ემბლემას, სადაც კარგად ჩანს ფანჯარა. Windows XP- ის შემდეგ ყველა მომდევნო ლოგოტიპი, ჰგავდა უფრო დროშას ვიდრე ფანჯარას. ახალი ლოგო, ამტკიცებენ Microsoft-ში არის „ ჭეშმარიტად ციფრული“ , ის არ გამოიყურება რეალურად, ამიტომ ასახავს Metro-ს ინტერფეისის პრინციპს.
გაუმჯობესებული ნავიგაცია
გავიხსენოთ, რომ Windows 8 — ეს არის მცდელობა Microsoft- ის, რომ შექმნას ისეთი ოპერაციული სისტემა რომელიც იქნება ერთნაირად მოსახერხებელი, როგორც სამაგიდო კომპიუტერებისთვის, ასევე მობილური მოწყობილობების სენსორული მართვისთვის. ახალი ინტერფეისი Metro — ეს ყველაზე რადიკალური ცვლილებაა, შიდა სისტემაში Windows 95 — ის შემდეგ , იმისთვის რომ Windows 8 გახდეს ნაცნობი მომხმარებლისთვის, საჭირო იქნება დრო.
ამიტომ Windows 8 – ში არის ინტერფეისის ორი ვარიანტი და ინტერფეის Metro-სთან ერთად შესაძლებელია იმუშაო უფრო ჩვეულ სამუშაო მაგიდაზე , რომელსაც აქვს Task manager , Recycle Bin , სისტემური პანელი.
ყველაზე ხმამაღალი განცხადება არის ის, რომ Windows 8 Consumer Preview-ს არ აქვს ღილაკი “Start” . მისი ადგილი დაიკავა აქტურმა ზონამ რომელზე დაჭერითაც შეგვიძლია გასადვლა ინტერფეის Metro-ს მთავარ ფანჯარაზე.
რაც შეეხება Charms საშუალებებს-გამოტანილია ეკრანის მარჯვენა მხარეს. ის უხილავია, იმისთვის რო გამოჩნდეს უნდა მივიტანოთ კურსორი ეკრანის კუთხეში. არ შეიძლება არ ავღნიშნოთ რომ ოთხი Charms-ის ელემენტებს შორის განლაგებულია Start ღილაკი, Windows- ის ლოგოთი. როდესაც გიჭირავთ პლანშეტი , ის აღმოჩნდება ცერა თითის პირდაპირ. ეს ღილაკი აბრუნებს ინტერფეის Metro-ს საწყის ეკრანზე.




ფანჯრების მართვა შეგიძლიათ კლავიატურითაც. Microsoft-მა შემოგვთავაზა ნაკრები კლავიშებისა, რომ გაგვიადვილოს მუშაობა ახალ ინტერფეისთან. სიახლეებთან ეთად ფუნქციონირებს ძველი შეთანხმებებიც. მაგალითად : ALT+F4 როგორც ადრე ახლაც ხურავს ფანჯარას, ALT+Tab გვაძლევს საშუალებას გადავერთოთ ერთი ფანჯრიდან მეორეზე. ეს ძალიან მოსახერხებელი და გამოსაყენებელია, პანელის არარსებობის შემთხვევაში.
Windows 8 – ში 20 -ზე მეტი ახალი კლავიატურის შესაბამისობაა და ყველგან მოქმედებს კლავიში Win. მაგალითად : Win+C- ის დაჭერისას ჩნდება პანელი Charms ინსტრუმენტებით, Win+Space — შეგიძლიათ შეცვალოთ კლავიატურის განლაგება, Win+W — აჩენს ძებნას პარამეტრების მიხედვით (Search), Win+F — ძებნა ფაილების მიხედვით , Win+Tab – Windows 7 — ში ხსნიდა სამგანზომილებიან გადამრთველს ფანჯრებს შორის, ხოლო Windows 8 — ში კი ეს კომბინაცია ხსნის ჰორიზონტალურ პანელს გაშვებული პროგრამების სიით, ALT+Tab- ზე დაჭერით დავინახავთ ყველა გაშვებულ ფანჯარას ესკიზების სახით, Win+Tab — გამოჰყავს და აჩვენებს განცალკევებულ ესკიზებს, მხოლოდ Metro- Applications-ში . Desktop- ისთვის გენერირდება მხოლოდ ერთი ესკიზი, მიუხედავად მასზე გაშვებული პროგრამების რაოდენობისა.
ვინაიდან Metro-Applications მოიცავს ყველა ძირითად პროგრამას, ასევე ფაილებს და სხვა საჭირო სამომხმარებლო ელემენტებს საწყისი გვერდიდან, შესაძლებელია ყველა მათგანი ვერ მოთავსდეს ეკრანზე. ამიტომ, ელემენტებს შორის დამატებებით შესაძლებელია გადაადგილოთ მარცნივ-მარჯვნივ. ასევე საინტერესოა, რომ ეკრანის ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ ჰორიზონტალური განზომილებაში — სავარაუდოდ, ვერტიკალური გადახვევის ფუნქცია Microsoft- მა დაიტოვა სამომავლოდ.




ეკრანების სამართავად შესაძლო გამოიყენოთ ახალი ფუნქცია Semantic Zoom, რომელიც ისე ამცირებს „ფილების“ ზომებს, რომ ყველა მათგანი ეტევა ერთ ეკრანზე. ამის შემდეგ შესაძლოა მათი ორგანიზება მოხდეს საჭირო სახით, შეიცვალოს სახელები და შემდეგ ისევ დაუბრუნდეს თავის ზომას. გასადიდებლად გამოიყენება კომპიუტერის თაგვის გორგოლაჭი Ctrl — კლავიშთან ერთად.
ჩამონტაჟებული პროგრამა Windows Store.
Windows 8 Developer Preview აჩვენებს ახალ ინტერფეისს, მაგრამ არ იძლეოდა წარმოდგენას Metro-Applications — ზე. ახალი Windows 8 Consumer Preview შეიცავს დაყენებული პროგრამების მთელ წყებას, მაგრამ ყველაზე მთავარი — უზრუნველყოფს წვდომას ახლახან გახსნილ Windows Store-თან, საიდანაც შეიძლება ჩამოიტვირთოს Windows 8 -ის მთელი ტესტირების პროცესის განმავლობაში სასურველი ნებისმიერი პროგრამა.
ყველა პროგრამა ხელმისაწვდომია ARM და X86, ამასთან ერთად საჭირო ვერსია ჩამოსატვირთად ირჩევა ავტომატურად. მაღაზიაში ფუნქციონირებს ძებნა, არის რეიტინგები, თემატური კატეგორიები, სორტირება თარიღის მიხედვით. სიაში პროგრამების გარდა არის ასევე Evernote და Vimeo, გართობის მოყვარულებს კი შეუძლიათ ჩამოტვირთონ Angry Birds და სხვა პოპულარული თამაშები.
პროგრამების ინსტალაციას Windows Store — დან არანაირი კავშირი არ აქვს Windows 7-ზე იგივე პოგრამების დაყენებასთან. არ არის საჭირო არაფრის ჩამოტვირთვა და გამუდმებით ღილაკ Next-ს დაჭერა. ყველაფერი რაც მოეთხოვება მომხმარებელს — დააჭიროს ღილაკ Install-ს პროგრამის გვერდზე. რამოდენიმე წამში ჩნდება შეტყობინება წარმატებულ ინსტალირებაზე და პროგრამის „ფილა“ ჩნდება საწყის ეკრანზე.




პროგრამების სახელწოდებები, Windows 8-ში აშკარად საუბრობს მათსავე დანიშნულებაზე : „კამერა“, “Instant Messaging” , “ელ-ფოსტა”, „კალენდარი“, „PDF and PIX reader”, SkyDrive, “People”, “Photos”, “Video”, “Music”. ყველა პროგრამა მუშაობს როგორც ერთი მთლიანობა. შეიყვანეთ თქვენი Gmail-ის მონაცმები პროგრამაში ფოსტაში მუშაობისთვის და ყველა კონტაქტი ავტომატურად გამოჩნდება განყოფილება “People”-ში.
დაამატეთ Account-ი Facebook-ზე და თქვენ შეძლებთ ესაუბროთ თქვენს მეგობრებს სოციალური ქსელიდან პროგრამა Messenger , სწრაფად შეგიძლიათ მოძებნოთ კონტაქტები და ასევე სოციალურ ქსელში შენახული სურათები .
Windows Live account
პროგრამის ჩამოსატვირთად Windows Store- იდან საჭიროა Windows Live- ის Account-ის ქონა.
თუ სხვა კომპიუტერზეც დააყენებთ Windows 8-ს და შეხვალთ იმავე account-ით , ყველა კონტაქტი, პროგრამა ,სისტემის setting-ები ასევე იქნება სინქრონიზირებული. სისტემის პარამეტრებში შეგიძლიათ მიუთითოთ რისი სინქრონიზაცია გსურთ და რისი არა .
ბოლოს, კიდევ ერთი უმთავრესი მახასიათებელი, რომელიც უკავშირდება Windows Live account-ს , ინტეგრაცია სერვისთან SkyDrive-მონაცემების შესანახად.
SkyDrive: ყველგან




SkyDrive Windows 8- ში შესაძლოა მოვნახოთ თითქმის ყველგან ის თავიდანვეა ჩაწერილი . მისი ჩართვის შედეგად თქვენ დაინახავთ ყველა ჩაწერილ ფაილს და ფოლდერს. მათთან მუშაობა შეგეძლებათ იგივე პრინციპით თითქოს ისინი განთავსებულია ლოკალურ დისკზე. მაგალითად თუ დააჭერთ მუსიკალურ ფაილს, ის მაშინვე გადმოიწერება და გაეშვება.
SkyDrive სერვისი ასევე ინტეგრირებულია ყველა Metro-Applications-ში. ნებისმიერი დოკუმენტი, იქნება ტექსტური დოკუმენტი თუ სურათი შესაძლოა თავიდანვე შეინახოთ არა მყარ დისკზე არამედ SkyDrive-ზე. სერვისი უფასოდ აძლევს მომხმარებელს საშუალებას გამოიყენოს 25 GB მეხსიერება.
უახლოეს მომავალში, Microsoft-ი გვპირდება წარმოადგინოს SkyDrive desktop-სთვის, რომელიც ინტეგრირებული იქნება Windows Explorer-თან. ეს პროგრამა შეძლებს მუშაობას არამხოლოდ Windows 8-ზე, ასევე Windows 7-ზე და Vista-ზე. ამგვარად, პრობლემების გარეშე შეგიძლიათ გადაიტანოთ მონაცემები ერთი კომპიუტერიდან მეორეზე.
Internet Explorer 10




Internet Explorer 10-ის გამოჩენა მოულოდნელი იყო ვინაიდან მასზე საუბარი თითქმის არ ყოფილა განსხვავებით Windows 8 ბეტა ვერსიისგან. Windows 8- ში შეგიძლიათ აღმოაჩინოთ არა ერთი არამედ ორი Internet Explorer-ის ვერსია. ერთით მუშაობა შესაძლებელია Desktop-ზე , მეორე კი წარმოადგენს სრულფასოვან
Metro-Applications . არც პაროლები , არც cookies, არც სანიშნეები არ სინქრონიზდება.
ჩნდება კითხვა რატომ არის სისტემაში ორი ერთნაირი ბრაუზერი? საქმე იმაშია რომ ისინი არ არიან იდენტურები. Metro- Applications-ს არა აქვს ბევრი ფუნქციის მხარდაჭერა, რომელსაც მიეჩვია მომხმარებელი. აქ არ არსებობს მაგალითად „Favorite” . მომხმარებელს შეუძლია მიამაგროს რჩეული მისამართი საიტის ან გადავიდეს ახალ ჩანართზე და ნახოს ხშირად ნანახი გვერდების სია.
მეორე მხრივ , მიმაგრებული საიტები Internet Explorer-ის Desktop ვერსიაში არ ჩანს.
მეორე განსაკუთრებული სხვაობა Metro-ვერსიის შემთხვევაში-არ აქვს Flash-ის მხარდაჭერა. ასე რომ თუ მომხმარებელს დასჭირდება Flash ვიდეო რგოლის გახსნა, მოუწევს Desktop-ის ვერსიის ჩართვა.
დასკვნა




Windows 8 არ ტოვებს ისეთ ცუდ შთაბეჭდილებას როგორიც დატოვა vista-ს გამოსვლამ . ის თავისებურად მოსახერხებელია თუმცა ძალიან უცხოა. ამბობენ რომ Windows 8 -ს ვერ დაუძახებენ გაუმჯობესებულ ვერსიას, ვინაიდან მოუმზადებელი და არაინფორმირებული მომხმარებლისთვის ის შესაძლოა გადაულახავ პრობლემად იქცეს.