7/04/2012

Samsung და Google ერთიანდებიან Apple-ის წინააღმდეგ




გაჭიანურებულ საპატენტო დავას Apple-სა და Samsung-ს შორის ახალი განვითარება მოჰყვა. კუპერტინოს ახლა Google-იც აუმხედრდა. კორეული მწარმოებელი და ამერიკული საძიებო გიგანტი გაერთიანდნენ, რათა წვენები ადინონ „ვაშლს“.


გაზეთი The Korea Times გვატყობინებს: Google-სა და Samsung-ს აქვთ გეგმა, რომლის მიხედვითაც ისინი მოახდენენ ყველა საკამათო პატენტის ჯვარედინ ლიცენზირებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ორივე კომპანიას სურს გააერთიანოს ინტელექტუალური საკუთრება, რათა რაც შეიძლება ბევრი ფული აახიოს Apple-ს. თანაც Samsung ამას არც მალავს.

ჯერ-ჯერობით ძნელია ჩვენს გეგმებზე საუბარი. მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მივიღოთ მაქსიმალური ჩაირცხვები Apple-ისაგან. ბრძოლა სულ უფრო დრამატული ხდება და ზავის ალბათობა სულ უფრო რეალური ხდება.

— Samsung-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი

Google ასეთივე გარიგების დადებას HTC-თანაც გეგმავს. Apple-ის ისტორიაში ერთ-ერთღი ყველაზე რთული პერიოდი დგება.

წყარო: 9to5mac.com