7/22/2012

სტუდენტობის ერთი დღე...




პირველი ლექცია უფრო გამოსაფხიზლებელია, ძილბურანიდან გამოსვლის საუკეთესო საშუალება კი ბოლო მერხებია. მათ სიმყუდროვეს მხოლოდ ლექტორის ხმა თუ აფრთხობს, ისიც იმ შემთხვევაში თუ ხმამაღლა საუბრობს.

სწავლის პროცესს სიცოცხლე მეორე ან მესამე ლექციაზე ემატება. მძინარეებიც იღვიძებენ და მეტად შრომისმოყვარე გამომეტველებთ იკავებენ წინა ადგილებს. აუცილებლად უნდა აინაზღაურონ ძილით გამოწვეული დანაკლისი, უკვე განვლილ ლექციას ვგულისხმობ.
აქტიურობა იმატებს, კითხვებს ჩვეულებრივ სტუდენტები ვსვამთ, პასუხებს ლექტორებისგან ვისმენთ.
სანამ აუდიტორიაში ლექცები მიმდინარეობს გარეთ ჟრიამული პიკს აღწევს. სიცილ–ხარხარი, გადაძახილები სულ უფრო იქცევს მშრომელი სტუდენების ყურადღებას.
By:inkognito..