7/26/2012

როგორ დავზოგოთ ფული


გსურთ შეიძინოთ ახალი მობილური ტელეფონი, თუმცა ბიუჯეტი არ გაძლევთ ამის შესაძლებლობას? ეს იმის ბრალია, რომ არარაციონალურად იყენებთ თქვენს შემოსავლებს და დროა ისწავლოთ დაზოგვა! არსებობს უამრავი საშუალება ფულის რაციონალურად მართვისათვის, თუმცა ადამიანების უმეტესობა ამას არ უფიქრდება და თანხებს ხარჯავს იმაში რაც მისთვის იმწუთას, იმპულსურადაა მნიშვნელოვანი. ფულის დაზოგვით არ უნდა იგრძნოთ შებოჭილობა, უბრალოდ ხარჯვისას მეტი რაციონალურობა გმართებთ. ახლა გავამახვილებ თქვენს ყურადღებას იმ სფეროებზე რაშიც ადამიანი ყველაზე მეტ თანხას ხარჯავს და დაგეხმარებით მომავლისათვის ბალანსის დაცვაში.



დაზოგეთ ფული კვებაზე

როგორც სტატისტიკა აჩვენებს, ადამიანი შემოსავლების დიდ ნაწილს სწორედ კვებაზე ხარჯავს. ჩვენ ბევრ რამეზე ვიტყვით უარს, ოღონდაც კარგად და გემრიელად დავნაყრდეთ. საკვებ პროდუქტებზე ეკონომია არ გულისხმობს უხარისხო ნაწარმის შეძენას. უბრალოდ უნდა მოძებნოთ ისეთი მაღაზიები სადაც ფასები დაბალია. 5-10 თეთრი სხვაობა თითქოს არაფერია თუმცა თვებისა და წლების მანძილზე დიდ შეღავათს იძლევა. სუპერმარკეტებში ხშირად არის ხოლმე ფასდაკლებები, ნუ გაუშვებთ ამ შანსს ხელიდან. შეიძინეთ არამალფუჭებადი პროდუქტები ერთი კვირის ან უფრო მეტი ვადით მარაგის სახით, ეს წესი უკვე კარგა ხანია დამკვიდრებულია ამერიკაში და ოჯახები დიდ სარგებელს ნახულობენ ამგვარი მარაგების შექმნით. ასევე, აქტიური გახდა მაღაზიაში ვაჭრობა სხვადასხვა ბარათებით, რომელთა დახმარებით ქულებს აგროვებთ და შესაძლებელია რაიმე ნივთის ან პროდუქტის შეძენა.

დაზოგეთ ფული ჩაცმულობაზე

ჩაცმულობაზე ფულის დაზოგვაში არ ვგულისხმობ იმას რომ ერთი და იგივე ჯინსი ან ფეხსაცმელი 2-3 წელი იხმაროთ. არა, უბრალოდ შეარჩიეთ სწორი დრო მათ შესაძენათ. როდესაც რაიმე სამოსი მოგეწონებათ უბრალოდ დაიმახსოვრეთ ის ადგილი და ფასდაკლებების სეზონზე კვლავ მიაკითხეთ. ონლაინ მაღაზიები, რომლებიც საქართველოშიც ნელ-ნელა პოპულარული ხდება, უცხოეთში ყოველთვის დატვირთულია. პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ ყველანარი ფასნამატის გარეშე და დიდი ფასდაკლებებით. თუ არ იცით მათი გამოყენება შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატია – ნივთების გამოწერა უცხოეთიდან. დეტალურად გაერკვევით თუ როგორ უნდა შეიძინოთ ნივთი ინტერნეტით. სქართველოშიც არის მაღაზიები, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ისეთი ნივთები, რომლებიც სრული რაოდენობით არ გაიყიდა უცხოეთში და აქ მათ დაბალ ფასად გვთავაზობენ. უამრავი კარგი სამოსის შეძენა შეიძლება ფასდაკლებებზეც.

დაზოგეთ ფული ტრანსპორტზე

უამრავი ახალგაზრდა ვიცი რომელთაც ერთი სული აქვთ სრულწლოვანები გახდნენ რომ მანქანა შეიძინონ, ისეთებიც არიან, რომლებიც ფულს წლობით აგროვებენ კარგი მანქანისათვის. თუმცა, საბლოოდ ისე ხდება, რომ ან ავტოფარეხიდან ვერ გამოჰყავთ ან კაპიკებში ყიდიან მანქანას. მათ ავიწყდებათ, რომ საწვავი საკმაოდ ძვირია და ყოველთვის ვერ შეძლებენ მის შეძენას. ტრანსპორტს ჩვენი შემოსავლის დიდი ნაწილი მიაქვს, ამიტომ არ უნდა დაგვეზაროს ფეხით ზედმეტი ნაბიჯების გადადგმა ან/და დილით ადრე გამოსვლა, რათა შედარებით იაფად ვიმგზავროთ.

ამ სტატაში განვიხილე სამი ძირითადი კატეგორია, რომლებზეც ადამიანი ყველაზე მეტ თანხას ხარჯავს და მიგანიშნეთ თუ როგორ შეიძლება ფული დავზოგოთ. ვიმედოვნებ, რომ თქვენც არ დაგენანებათ საკუთარი დრო, რომ ფურცელზე შეადგინოთ გეგმა, რომელიც დაგეხმარებათ საკუთარი შემოსავლების დასაზოგად. ნუ აყჰვებით ცხოვრების სტანდარტულ წესს – ირგვლივ უამრავი შემოთავაზებაა, მოიფიქრეთ და აირჩიეთ თქვენთვის ყველაზე მომგებიანი.