გასაგებია, რომ იდეალური მამაკაცი ბუნებაში არ არსებობს და იდეალური სიყვარული - ეს მხოლოდ და მხოლოდ ქიმია და კომპრომისზე წასვლის ხელოვნებაა; მაგრამ არსებობს რაღაცები, რაც ქალებს მამაკაცებში მოსწონთ.
იმისათვის, რომ გაერკვიათ, მაინც როგორია თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცი, ბრიტანელმა მკვლევარებმა 2 000 ქალი გამოჰკითხეს.
დავიწყოთ იქიდან, რომ თეთრი რაში აქტუალური აღარ არის. ინგლისელი ქალები უპირატესობას ანიჭებენ მაღალ (183 სმ), დაკუნთულ, "აუდიზე" მომჯდარ ბიჭებს, რომლებიც წელიწადში 48 000 ფუნტ სტერლინგს გამოიმუშავებენ, უყვართ ხორცი და გემოვნებით იცვამენ.
აი, როგორ გამოიყურება კრიტერიუმების სრული სია:
სიმაღლე - მაღალი, 183 სმ.
აღნაგობა - დაკუნთული, სპორტული.
თვალები - თაფლისფერი;
თმა - მოკლედ შეჭრილი, მუქი;
ჩაცმულობა - მოდური, გემოვნებიანი;
უყვარს - ლუდი;
არ ეწევა;
ატარებს კლასიკურ ჯინსს, პერანგებსა და სვიტერებს V-ფორმით ამოჭრილი გულით;
შეუძლია გაემზადოს 17 წუთში (როგორც ჩანს, ინგლისელი ქალბატონები დანარჩენ დროს საკუთარ მომზადებას უთმობენ);
გამოიმუშავებს დაახლოებით 48 000 ფუნტ სტერლინგს წელიწადში;
უნდა, რომ ჰყავდეს ოჯახი;
უყვარს საყიდლებზე სიარული;
ყოველთვის სუფთად გაპარსულია;
უთმო მკერდი აქვს (როგორც ჩანს, დიდ ბრიტანეთში მეტროსექსუალებია მოდაში);
მიირთმევს ხორცს;
უყურებს სერიალებს;
უყვარს ფეხბურთი;
მეტს შოულობს, ვიდრე ქალი;
ჰყავს "აუდი";
აქვს სამეცნიერო ხარისხი;
უყვარს ხუმრობა და აქვს კარგი იუმორის გრძნობა;
განიცდის, როცა მისი ქალბატონი განაწყენებულია;
აღიარებს, რომ სხვა ქალებისკენაც გაურბის თვალი;
სიყვარულს მაშინ უხსნის ქალს, როცა დარწმუნებულია საკუთარ გრძნობებში;
იცის ცურვა;
იცის ველოსიპედის ტარება;
შეუძლია საბურავების გამოცვლა;
რეგულარულად ურეკავს დედას;
გასაკვირი არ არის, რომ ჩვენმა კოლეგებმა The Daily mail-იდან ქვეყანაში მხოლოდ 4 (!) ისეთი კანდიდატურა მოიძიეს, რომელიც აკმაყოფილებს ჩამოთვლილ კრიტერიუმებს. თუმცა, საეჭვოა, ჩვენს ქვეყანაში მოიძებნოს თუნდაც ერთი მსგავსი კანდიდატურა.
როგორ ფიქრობთ, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ქართველი იდეალური მამაკაცი? ერთად შევადგინოთ მისი მოდელი