ამერიკაში მოღვაწე სამეჯლისო ცეკვების ვარსკვლავი 40 წლის გოჩა ჩერტკოევი, როგორც იცით ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ჟიურად მოიწვიეს საქართველოში. გოჩა ჟიურის ყველაზე მკაცრი და დაუნდობელი წევრია. შეცდომები არავის არ აპატია და ყველას თავისი ადგლი მიუჩინა. გოჩას დალასში საკუთარი ცეკვების სტუდია აქვს დაფუძნებული. გოჩას ჰოლივუდშიც აქვს თავისი ნიჭი მოსინჯული. მას ნათამაშები აქვს სერიალ ''გაქცევის'' რამდენიმე სერიაში სადაც მაფიის ბოსის როლს ასრულებს. ასევე ნათამაშები აქვს ისეთ მსახიობებთან როგორიებიც არიან 50 ცენტი, შერონ სტოუნი და პამელა ანდერსონი. რაც შეეხება ამ უკანასკნელს იგი გოჩას მოსწავლე გახლდათ. პამელა ანდერსონი ერთ ერთ თავის ინტერვიუში ამბობს, რომ გოჩა მსოფლიოში ერთ ერთ საუკეთესოა როგორც მოცაკვევა და პირველ რიგში იგი საუკეთესო პიროვნებაა. გოჩას საქართველოში ჩამოსვლამ მის საქმეებში დიდი ცვლილებები შეიტანა. უამრავი კონტრაქტი ჩაეშალა, მიუხედავად ამისა გოჩა არ დაუწუწუნია. იგი კმაყოფილია მისი საქციელით, რადგან როგორც პამელა ანდერსონმა აღნიშნა მისთვის ჯერ ადამიანობაა და მერე საქმე.
22 წლის იყო როცა ამერიკაში წავიდი. თავიადნ მათი ცეკვის ჯგუფი წავიდა. იქ გოჩას და მისი პარტნიორის ცეკვის ჩანაწერი ერთ ერთი სამეჯლისო სტუდიის ხელმძღვანელმა ნახა და ძალიან აღფრთოვანდა.
თავიდან რომ ჩავიდნენ ძალიან გაჭირვებით ცხოვრობდნენ, კვირაში მხოლოდ 5 დოლარი ჰქონდა მას და თავის მეუღლეს, თუმცა მათი გარჯა შემდეგ დაფასდა და ისინი ამერიკაში აღიარეს. გოჩას მხოლოდ იმაზე წყდება გული, რომ საქართველო ვერ წარმოაჩინა მსოფლიოში, რადგან ყველგან ამერიკის სახელით გამოდიოდა.