6/11/2012

დაუმარხავი გვამები

მინდა მოგიყვეთ იმ ნესტიან კატაკომბებზე, სადაც 8000-მდე გვამია. მათი უმეტესობა ოთხი საუკუნისაა. ისინი ან კედელზე არიან გაკრულნი, ან არადა უბრალოდ კუბოში არიან ჩასვენებულნი. საინტერესოა ასეთი აზრი რატომ უნდა გაუჩნდეს ადამიანს...

არ დავიწყებ იმის მოყოლას, თუ ვის მოუვიდა ასეთი აზრი და როგორ განახორციელა. დავიწყებ იქიდან, რომ XVI საუკუნეში ეს კატაკომბები არსებობდა უკვე, შემდეგ ბერებს სურდათ სასაფლაოს გაზრდა. მათ დაიწყეს მის ქვემოთ აკლდამების ამოთხრა და აღმოაჩინეს, რომ აკლდამების სიგრილისა და ფორებიანი კირქვის კომბინაცია სხეულებს არ ხრწნიდა, არამედ, აშრობდა.
კატაკომბები ნაწილებად არის დაყოფილი. ერთი კედელი ეთმობა ქალებს, მეორე ნაწილი კი – კაცებს. არის პროფესიების სექცია, სადაც არიან ექიმები, მასწავლებლები, ადვოკატები, ჯარისკაცები, ყველანი შესაბამის ტანსაცმლით შემოსილნი; ასევე – ბავშვთა სექცია, ბერების, მონაზვნების…
ახლადგარდაცვლილებს ტანზე ხდიდნენ და აწვენდნენ სპეციალურ პალატებში, სადაც 7-8 თვის განმავლობაში სხეული მთლიანად შრებოდა, მას ძმარში ავლებდნენ, ისევ აცმევდნენ და შემდეგ ან კედლებზე აკრავდნენ ან კიდევ კუბოში ასვენებდნენ, რაც მათი ოჯახის წევრების სურვილზე იყო დამოკიდებული.
ცოტა მოგვიანებით შენახვის უფრო რთული სისტემა მიიღეს ქიმიური ინექციების გამოყენებით.

ეს არის როზალინა, რომლის სხეულმა პალერმოში მიწის ქვეშ პატარა ხის სასახლეში 91 წელი გაატარა, მან დღემდე შეინარჩუნა ისეთი გამომეტყველება, როგორიც 1920 წელს ჰქონდა, როცა ორი წლისა ბრონქიალური ინფექციისგან გარდაიცვალა. ბალზამირების პროცესმა იმდენად წარმატებულად ჩაიარა, რომ ათწლეულების განმავლობაში იქ მცხოვრებ ადამიანებს ეგონათ, რომ გოგონა თოჯინა იყო.
რენტგენის სურათები აჩვენებს, რომ გოგონას პატარა სხეულში ყველა ორგანო საოცრად დაუზიანებლად არის შენახული.