5/29/2012

„American Idol“-ის შოუზე მაყურებელი იშვიათი მოვლენის მომსწრე გახდა



რიანა და ჯენიფერ ლოპესი თავიანთი მადისაღმძვრელი ფორმებით არიან ცნობილი. ცოტა ხნის წინ „American Idol“-ის შოუზე მაყურებელი იშვიათი მოვლენის მომსწრე გახდა. სცენაზე გამოსულმა გამომწვევად ჩაცმულმა ორივე ვარსკვლავმა ნამდვილი „უკანალების შერკინება“ მოაწყო. 24 წლის რიანას თავისი ჰიტის შესრულებისას მხოლოდ ბიუსტჰალტერი, ტრუსები და ორივე მხრიდან გახსნილი ქვედაკაბა ეცვა, საიდანაც ფეხები მთლიანად მოუჩანდა. გამოსვლის დროს მომღერალი მაცდურად მოძრაობდა, შემდეგ კი სცენის კუთხესთან მივიდა, სადაც დამსწრე საზოგადოებას ნება მისცა, მის სხეულს შეხებოდა. ხელის შევლება კი ნამდვილად ღირდა. ვარსკვლავის სხეული, დამეთანხმებით, ძალიან მიმზიდველად გამოიყურება. მის უკანალსა და სავსე თეძოებს „ფორთოხლის კანისა“ და ზედმეტი ცხიმის ნასახიც არ აქვს.





ჯენიფერ ლოპესი იმავე საღამოს წარდგა მაყურებლის წინაშე და ხალხს თავი მოკლე ტოპით დაამახსოვრა, რომელიც მისი მკერდის სილამაზეს უსვამდა ხაზს. ჯეი ლო, რიანასგან განსხვავებით, უკანალის დემონსტრირებას არ მოჰყვა. ამჯერად მას მბზინავი, თავისუფალი შარვალი ეცვა. ამის მიუხედავად, მისი ცნობილი მშვენიერი უკანალი მაინც ძალიან ეფექტურად გამოიყურებოდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ლოპესი პროფილში დგებოდა.