5/29/2012

38 მეტრის სიგრძის მქონე ახალი სუპერ იახტა – Strand Craft 122


დიზაინერ – Eduard Gray–ს მიერ წარმოდგენილი პროექტია. იახტას როლს–როისის ძრავები აქვს, რის მეშვეობითაც იგი ჯამურად 14 000 ცხენის ძალით აღიჭურვა. თეორიულად, სიახლის მაქსიმალური სიჩქარე – 55 კვანძი (კვანძი – ნავიგაციური ტერმინოლოგიით – სიჩქარის ერთეული = 1.87 კმ/სთ–ს) გახლავთ.

კომფორტული სუპერ იახტა – Strand Craft 122 მოიცავს: 4 წყვილ ლუქსის ტიპისა და 1 უზარმაზარ კაიუტას, მისაღებს, კეთილმოწყობილ სალონურ სივრცეს და ეკიპაჟისთვის განკუთვნილ კაბინას. გარდა ამისა, იახტაზე ავტოფარეხია, სადაც V12 ტიპის ძრავისა და 230 ცხ.ძალის მქონე სუპერ ავტოა განთავსებული. ეს ყოველივე უჩვეულო კომბინაციას ქმნის, რაც სუპერ იახტისა და სუპერ ავტოს ერთობლივობაში მდგომარეობს.