3/21/2012

Amazon–მა Kiva Systems–ის შეძენის შეთანხმებას მოაწერა ხელი

პლანეტის უმსხვილესმა ინტერნეტ–მაღაზიამ, Amazon–მა Kiva Systems–ის შეძენის შეთანხმებას მოაწერა ხელი.
Kiva Systems დაკავებულია ავტომატიზირებული რობოტების შექმნით, რომელიც საწყობში საქონლის ტრანსპორტირებისა და დახარისხებისთვის გამოიყენება. კომპანია აწარმოებს ორი ტიპის მანქანას: უმცროს ვერსიას შეუძლია 450 კგ–მდე ტვირთის გადატანა, ხოლო უფროსს — 1 350 კგ–მდე. ნავიგაციისთვის გამოიყენება კამერა, რომელიც იატაკზე სპეციალური აღნიშვნებს კითხულობს; სერვერებთან ინფორმაციის გაცვლა უკაბელო კავშირის საშუალებით ხორციელდება.



როგორც გაირკვა, ინტერნეტ–მაღაზია Kiva Systems–ის ხელმძღვანელობას 775 მლნ. ამერიკულ დოლარს გადაუხდის; მოლაპარაკება მიმდინარე წლის მეორე კვარტალში დასრულდება, მარეგულირებელი ორგანოებისგან საჭირო ნებართვის მიღების შემდეგ. სავარაუდოდ, ეს ნაბიჯი Amazon–ს სასაწყობე სისტემის ოფტიმიზაციაში და ბიზნესის ეფექტურობის გაუმჯობესებაში დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ 2011 წელს Amazon–მა $48,08 მლრდ–ის გამომუშავება მოახერხა, რაც წინა წლის იმავე მაჩვენებელთან შედარებით 41%–ით მეტია ($34,20 მლრდ.). ამასთან სუფთა მოგება $1,15 მლრდ–დან ($2,53 აქციაზე) $631 მლნ–მდე შემცირდა ($1,37). შედეგის გაუარესებას, ვებ–მაღაზია, ევროპაში არასტაბილურ ეკონომიკურ მდგომარეობას და ტაილანდში დაფიქსირებულ მასშტაბურ წყალდიდობებს უკავშირებს.