3/22/2012

არსებობს ერთი საინტერესო მეთოდი, რომლის საშუალებითაც 100%-ით არა, მაგრამ საკმაოდ დიდი გარანტიით რომ, შეძლებთ გაიგოთ თუ როდის გატყუებთ თანამოსაუბრე და როდის არა


  იცით მე პორშე მყავს, მაქვს სახლი კარიბის კუნძულებზე, რომელსაც ყოველ ზაფხულს ვსტუმრობ საკუთარი თვითმფრინავით და მერე ერთი თვე ვცურავ ჩემი იახტით ოკეანეში… ალბათ პირველივე სიტყვებიდან მიხვდით რომ ეს ტყუილი იყო და მხოლოდ კომპიუტერის მონიტორს თუ დავაჯერებ რომ მართლაც მაქვს ეს ყველაფერი, თორემ კლავიატურაც კი არ მიჯერებს : ) ეს იმ ტყულების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანს არავის აყენებს და უფრო ოცნებაში გადავარდნილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე მატყუარა და ბოროტი ადამიანის.

ხანდახან ტყუილით შეიძლება ადამიანს ზიანი მიაყენო, ხანდახან კი პირიქით მას გაუფრთხილდე და მისთვის სასარგებლოთ მოატყუო ან მოიტყუო, თუმცა უმეტეს შემთხვევაში სიმართლე უფრო მომგებიანია, ვიდრე ტყუილი და ამაზე ხშირად მიკამათია რომ, თუნდაც ძალიან გამოუავალ მდგომარეობაში სჯობს სიმართლე თქვა ვიდრე ტყუილი, რომელიც ისევ და ისევ შენ გაგრძნობინებს თავს უხერხულად იმ წუთას და შემდეგ უკვე სამომავლო ურთიერთობაში ამ ადამიანთან, რომელსაც თუნდაც მის სასარგებლოთ უთხარი ტყუილი.



სიმართლეს რაც შეეხება ის უმეტეს შემთხვევაში მწარეა და ამიტომ ადამიანები ერიდებიან მის თქმას და ამის გამო დასახმარებლად ტყუილს მიმართავენ. იმ მომემენტში, როდესაც ადამიანი ატყუებს თავის მოსაუბრეს, მას არასდროს უყურებს თვალებში, ეს რეფლექსია, რომელიც მუდამ ახასიათებს ადამიანს და თავს იჩენს ასეთ მომენტებში. ძალიან ხშირად კითხვის დასმიდან პირველივე წამს ადამიანის სახეზე ამოიკითხავთ იმ პასუხს რომელიც შეესაბამება სინამდვილეს, ასე რომ ყურადღებით იყავით როდესაც სვამთ კითხვას, რომელზეც გინდათ ნამდვილი პასუხი და არა ტყუილი, ეცადეთ პირველივე წამს სახეზე დანახული ემოცია, მიუსადაგოდ შემდეგ ნათქვამი პასუხის ინტონაციას.

არსებობს ერთი საინტერესო მეთოდი, რომლის საშუალებითაც 100%-ით არა, მაგრამ საკმაოდ დიდი გარანტიით რომ, შეძლებთ გაიგოთ თუ როდის გატყუებთ თანამოსაუბრე და როდის არა. პირველ რიგში აუცილებლად მოიფიქრეთ დაახლოებით 10 კითხვა, რომელზეც იცით რომ თქვენი თანამოსაუბრე აუცილებლად გაგცემთ პასუხს “კი”-ს, პარალელურად პასუხებისა დააკვირდით მის გამომეტყველებას, როდესაც ის გეთანხმებათ თქვენს მიერ დასმულ კითხვებზე, 10 კითხვის შემდეგ უსვამთ ერთ ან ორ ისეთ კითხვას, რომელზეც იცით რომ გიპასუხებთ “არა”-ს და აკვირდებთ მისი სახის მიმიკას რომელიც ამდენი “კი”-ს მერე იცვლება “არა”-ზე და აქ აღმოაჩენდ ჭეშმარიტებას, ანუ სამომავლოდ გეცოდინებათ თუ როდის იძახის ის და მისი სახე სიმართლეს და როდის არა, გეცოდინებათ მისი სახის მიმიკა როდესაც ის თანახმაა და როდესაც არა  (ზუსტად არ მახსოვს სად წავიკითხე ეს მეთოდი მაგრამ მახსოვს რომ სადღაც ეწერა). ტყუილი ადამიანს ყოველთვის უცვლის სახის მიმიკას, ხმის ტემბრს, საუბრის ინტონაციას, ადამიანი რომელიც იტყუება ყოველთვის დაძაბულია და აფორიაქებული, თუმცა ყველა ადმიანს, ახასიათებთ განსხვავებული რეაქციები, მიმიკები და ჟესტები მაშინ, როდესაც ისინი იტყუებიან, ან თუნდაც რაიმე პასუხს დუმილს ამჯობინებენ, მაგრამ ფაქტია რომ საჭიროა დრო და დაკვირვება რათა შეძლოთ ადამიანის ამოცნობა, ან უბრალოდ იმის გაგება როდის გატყუებთ ეს ადამიანი და როდის არა.

არსებობს ტყუილი ვიღაცის სასიკეთოდ, ტყუილი საკუთარი წარმტებისთვის, ტყუილი რომელიც ბოროტება უფროა, ან ტყუილი როდესაც სხვასაც ატყუბთ და საკუთარ თავსაც იტყუებთ… ეს არასრული სიაა იმ ტყულებისა, რომელიც არსებობს ცხოვრებაში და რომელსაც ადამიანი მინიმუმ ერთხელ მაინც იყენებს თავისი სიცოცხლის მანძილზე, შემდეგ კი როდესაც გამოიჭერენ ტყულში, ისინი იმით იმართლებენ თავს რომ ცხოვრებაში ერთხელ ყველა იტყუება ან ეს ტყვილი ვინმეს ან რამის სასარგებლოთ იყო ნათქვამი, თუმცა სინამდვილეში ყველა მატყუარა მინიმუმ 1% მაინც ეგოისტია და იტყუება საკუთარი კომფორტისთვის, ასეა თუ ისეა ტყუილი ადამიანს ყოველთვის დისკომფორტს უქმნის, რაც დამერწმუნებით რომ სასიამუვნო ნამდვილად არაა.

როდესაც ადამიანი გატყუებს და ამას იგებ ადრე თუ გვიან, რათქმაუნდა ეს ადამიანი შენს თვალში ნდობას კარგავს, თუნდაც მომავალში სულ რომ აღარ მოიტყოს, თქვენ მაინც თავს გრძნობთ მოტყუებულად და იმედგაცრუებულად, თუმცა ეს საბაბი არარის, რომ საყვარელი ადამიანი ერთი ტყუილის გამო, სამუდამოდ ჩამოიშორო და მეორე შანსი არ მისცე ურთიერთობაში, ნუ ეს პირადათ ჩემი აზრია და არვიცი სხვა რამდენად გაიზიარებს ამას, მაგრამ მე ასე ვფრიქრობდი და ახლაც ასე ვფიქრობ, რომ ადამიანმა თუ ერთხელ მოგატყუა, შეიძლება რაღაცა პერიოდი იყო “გაბრაზებული”, მაგრამ თუ დაინახე რომ გულით გთხოვს პატიებას და გეუბნება რომ გამოსწორდება, უნდა მისცე მეორე შანსი, მართალია არის იმის რისკიც რომ ის მეორეჯერაც მოგატყუებთ, თუმცა ამჯერად უფრო ნაკლები შანსია ამისა, რაც მთავარია მეორეჯერ თქვენი მოტყუება უფრო ძნელი იქნება, ვიდრე პირველად, მაგრამ თქვენ მაინც ფხიზლად იყავით და რაც მთავარია დააკვირდით ამ ადამიანს, ეცადეთ უფრო კარგად გაიცნოთ მისი ხასიათი და ა.შ. ეს სამომავლოდ ისევ და ისევ მასთან ურთიერთაობაში დაგეხმარებათ.

ვიცი ახლა ბევრი იტყვის რომ, მატყუარა მაინც მატყუარად დარჩებაო, მაგრამა არც მასეა საქმე, იმიტომ რომ ყველამ კარგად ჩავიხედოთ ჩვენს გულებში და ვკითხოთ საკუთარ თავს… არასოდეს მოგვიტყუებია ახლობელი ადამიანი? თუნდაც უმნიშვნელო ტყუილიც რომ ყოფილიყო? რათქმაუნდა რომ კი! დარწმუნებული ვარ რომ უმრავლესობას ისევ გაუგრძელებია ამ ადამიანთან ურთიერთობა, ზოგმა დღემდეც არიცის რომ მოატყუეთ, ზოგმა გაიგო და გაპატიათ, შეიძლება ზოგიც სამუდამოთ დაკარგეთ, თუმცა ეს თქვენი ბრალი არაარის თუ რათქმაუნდა თქვენი ტყუილის გამო მოიბოდიშეთ და შესთავაზეთ ურთიერთობის განახლება იმ პირობით რომ, აღარ მოატყუებდით სამომავლოდ, ამ შემთხვევაში პრობლემა იმ ადამიანშია, თუმცა არაუშავს დრო ყველაფრის მკურნალია და ადრე თუ გვიან, დამიჯერეთ იმ ადამიანს მაინც შეურიგდებით, იმიტომ რომ ტყუილი მხოლოდ წუთის ამბავია, მეგობრობა კი სამუდამოა… (საკუთარი მაგალითიდან გამომდინარეც ვამბობ ამას)

მოკლედ ის მინდა გითხრათ რომ ტყუილი მტკივნელუია და ამავდროულად რთული სათქმელია, თუმცა იმას ვისაც პატიება შეუძლია უფრო ძლიერია, რადგან ტყუილის თქმაზე რთული ადამიანის პატიებაა და ამ პატიებამ შეიძლება მატყუარა ადამიანი მთლიანად შეცვალოს, მე ამის მჯერა!

კიდევ ბევრი რამე შეიძლება დაიწეროს ტყულზე, თუმცა ამით შემოვიფარგლები, ვეცადე ცოტა ჩემი ცხოვრებიდან ყოფილიყო რაღაც, ცოტაც ზოგადი აზრის ფარგლებში, მაგრამ საბოლოო ჯამში მინდოდა საკუთარი აზრის დაფიქსირება, იმედია გამომივიდა