2/26/2012

Porsche წარმოადგენს ექსკლუზივ – Driver’s Selection–ის 2 ინოვაციას

 Porsche წარმოადგენს ექსკლუზივ – Driver’s Selection–ის 2 ინოვაციას: „Bike RS“–ს და „Bike S“–ს. ორივე სიახლე გათვლილია, როგორც ქალაქად გადასაადგილებლად, ასევე სპორტული ცხოვრების მოყვარულთათვის ტურნეების განსახორციელებლად. ისინი ასევე აღჭურვილია 29 დუიმიანი საბურავებით.


 კარბონის კორპუსის ახალი კონსტრუქციის მქონე ახალ – „Porsche Bike RS“–ს აქვს: სიჩქარეთა 20 კბილანიანი გადაცემის კოლოფი – Shimano XTR, ახალი თაობის – Magura–ს ჰიდრავლიკური მუხრუჭები, რომელიც კარბონისავე მსუბუქი სახელურებით იმართება და Crank Brothers–ის 29 დუიმიანი საბურავები. „Porsche Bike S“–ი აღჭურვილია ალუმინის კორპუსით – 7005 და სიჩქარეთა 11 კბილანიანი გადაცემის კოლოფი – Shimano Alfine IGH–ით. ორივე სიახლეს დამატებით ფუნქციად გატაცებისგან დაცვის სისტემა და ინდივიდუალური კოდური ნომრები გააჩნია.