2/12/2012

ადამიანის აურა და მისი თვისებები

   ადამიანის აურა ფერების მიხედვით კლასიფიცირდება12 ძირითადად ტიპად. მათ შორის არსებობს აგრეთვე  გარდამავალი ფერის 12 ტიპი. თითოეულ ტიპი მეორისგან გამოირჩევა სპეციფიკური მახასიათებლით. რომელიც ადამიანებში აისახება შესაბამის ნიშან - თვისებებით. თითოულ ფერს გააჩნია თავისი უნიკალური დანიშნულება. არც ერთი ფერი არ არის უკეთესი მეორეზე. ვინაიდან, თითეული ადამიანის ცხოვრება განუმეორებელია თავისი ცხოვრებისეული გაკვეთილებით, ბედნიერების წუთებითა და პრობლემებით. აურის ფერი და სიმკვრივე პირდაპირ დამოკიდებულია ადამიანის ჩაკრების (ენერგეტიკული ცენტრების) აქტიურობაზე. ისინი განსაზღვრავენ ადამიანის აზროვნების ინდივიდუალურ მდგომარეობას. აურის ფერების მიხედვით შეიძლება ადამიანის აზროვნების, ემოციების, ფიქრების, და მისი ენერგეტიკულ შესაძლებლობათა ხარისხობრივი ინფორმაციის განსაზღვრა. აურის თითეული ფერი მიანიშნებს ენერგიის გარკვეულ სიხშირეებს. ის მიესადაგება ხასიათის გარკვეულ თვისებებს, აზროვნების მიმართულებას, ტემპერამენტს და სულიერი განვითარების დონეებს. აურის აღწერისას ფერის გარდა დიდი მნიშვნელობა ენიჭება მის ფორმას, სიმკვრივეს და ფერთა ურთიერთშერწყმას. რადგან აურა ხშირად მრავალფეროვანია.

 აურის ფორმა - იდეალში აურას უნდა ჰქონდეს მრგვალი ჰარმონიული ფორმა. მისი ყველა   მონაკვეთები შედარებით თანაბრად უნდა იყოს ინტენსიური და განათებული. მასზე დაკვირვების დროს ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ ადგილებზე, სადაც ესა თუ, ის ლაქები გამოირჩევა ნათებით ან ინტესიობით. ყურადღებსაღებია ის ადგილები,  სადაც აურა უფრო ნათელია, ან განსხვავებულია ძირითად ფერთან. ვინაიდან ეს ადგილები დაკავშირებულია  ორგანოებთან ან სხეულის ნაწილებთან. მაგალითად, თუ თქვენ ხედავთ დაძაბულ ყვითელ-მოყავისფრო ლაქებს მხრების გარშემო, ეს მაჩვენებელია, რომ მას გააჩნია პრობლემები ყელისა და კისრის არეში.   აურის ზომა    დიდი აურა, რომელიც თითქმის მისი ფოტო გამოსახულების კიდებამდე  აღწევს, მანიშნებელია ძლიერი ენერგეტიკული ველის. ასეთი ადამიანი აფრქვევს ძლიერ ვიბრაციებს, რომლის ხარიზმას სხვებიც ხშირად ამჩნევენ. მისი ენერგია საკმაოდ მრავალის მომცველია. ხოლო აურის პატარა ზომა მანიშნებელია ადამიანის ერთ რამეზე უფრო მეტად კონცენტრირების. ასეთ ადამიანებს უფრო მიაკუთნებენ ინტროვერტებს. მათი ცხოვრებისეული ენერგია შედარებით დაბალია, რაც ხშირ შემთხვევებში დაკავშირებულია გარკვეულ სტრესთან. (მკვლევარები დაასკვნეს, რომ 21 საუკუნის დასაწყისში ზოგადად ადამიანთა აურის ზომა საგრძნობლად შემცირებულია)
   აურის სიკაშკაშე და ინტენსიობა - აურის ანალიზის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია მის სიკაშკაშეს, ინტენსიობას და ფერების სიღიავეს. როგორც წესი ღია მოკაშკაშე ფერებს აქვთ დადებითი ჰარმონიული მნიშვნელობა. ხოლო მუქ ფერებს საწინააღმდეგო არსი. მაგალითად, ღია წითელი ფერი დაკავშირებულია ადამიანის ნებისყოფასთან და მის მაღალ ენერგიულ მოქმედებებთან. ხოლო მუქი და ჭუჭყიანი ფერები გამომხატველია  ფიზიკური, გონებრივი და ემოციონალური დაძაბულობის.

აურის სიმკვრივე  - აურის სხვადასხვა თვისებებიდან აღსანიშნავია აგრეთვე აურის სიმკვრივე ანდა  მისი დრეკადობა. ზოგიერთი ადამიანის აურის ეს თვისება აღწევს მაღალი ხარისხის კონცენტრაციას. [ აურის სიმკვრივე მაჩვენებელია ადამიანის პიროვნულ სიძლიერის ].  აურის სიმკვრივეზე  მოქმედებს რამოდენიმე ფაქტორი - 1.გონების გამჭრიახობა; 2.ადამიანის ჩართვა მისი ორგანიზმის დაფარულ ენერგეტიკულ რესურსებთან და ფსიქიკასთან;  3.შიდა ცხოვრების ინტენსიობა; 4.ძიება და განცდები; 5.მიზანსწრაფვა; 6.მიზანსწაფვის ხარისხი; 7 ემოციონალური ჰარმონია.

 რაც უფრო მიზანსწრაფულად, ღრმად და ჰარმონიულად იქცევა ადამიანი, მით უფრო მკვრივი და დრეკადი ხდება მისი აურა. უარის თქმა დადებით მისწრაფებებზე, ნეგატიური ემოციები, წინააღმდეგობებიდან გადახვევა, მიდრეკილება სიზარმაცისკენ და ფსიქოლოგიური ძილი ფიტავს აურას შიგნიდან. როდესაც აურა მოდუნებულია (მოშვებულია ) ის მუქდება. მას წარმოეშობა პატარ-პატარა ნაფლეთები.

   სუსტი ადამიანი - როდესაც ის იმყოფება დაღმავლობის ფაზაში ან დეპრესიაში ანდა მიღებული აქვს ენერგეტიკული დარტყმა,  გამოირჩევა აურის დაბალი ხარისხის სიმკვრივით და განმუხტული მდგომარეობით. ზოგჯერ აურის ზოგიერთი მონაკვეთები არის არა თანაბარი სიმკვრივის. ეს მაჩვენებელია ენერგეტიკული გამოცლის ანდა ორგანიზმის დასუსტების,  სხვადასხვა ავადმყოფობობისაგან.

აურა და სიკვდილი - სიკვდილი საკმაოდ გრძელი პროცესია. დამოუკიდებლად იმის, თუ ადამიანი რა მიზეზით მოკვდა. სიცოცხლე გრძელდება კიდევ რამდენიმე ხანი. ადამიანის თავის ტვინში არსებობს განსაკუთრებული უჯრედები, რომლებიც გამოიმუშავებენ ელექტრო დენს (ელექტრო რეცეპტორები). სისხლი ამარაგებს ტვინს მიკროელემენტებითა და  სხვადასხვა ქიმიური შენაერთებით. თანდათანობით თავის ტვინში ეს მარაგები გროვდება.  ამიტომაც გულის გაჩერების შემდგომ თავის ტვინს შეუძლია კიდევ რამოდენიმე ხანი  ფუნქციონირება (3-5 წთ.).

     თუ ადამიანს ბედისწერის გამო კვდება რამდენიმე წუთში ან საათში, მისი აურა უკვე აღარ ფიქსირდება. ხოლო თუ, ადამიანს დარჩენილი აქვს სიცოცხლე რამდენიმე თვე მისი აურა ძალიან სუსტია და ნელნელა ქრება. დადგენილია, რომ როდესაც ადამიანი უიმედოთ დაავდებულია და გარდუვალია მისი ლეტალური შედეგი, აურა ნელნელა კარგავს ენერგიას და მისი სიმკრივე ეტაპურად  მცირდება [თხელდება].  კლინიკური სიკვდილის დროს, ხშირ შემთხვევაში აურა ქრება და რჩება მისი ეთერული ნაწილი.

    აურის მართვის დახვეწა - ყველა ადამიანს შესწევს უნარი გარკვეული დროით შეცვალოს საკუთარი აურის ფერები. უპირველესად ცვლილებები ეხება მენტალურ და ემოციონალურ მხარეს. ეს ცვლილებები წარმოიშობიან აგრეთვე გარემოს ზემოქმედებითაც. აურის თითოელ ფერს გააჩნია რამოდენიმე მნიშვნელობა. რომ შეაფასოდ  ცვლილებები უნდა ნახოთ ფერთა კომბინაცია და აგრეთვე თითოელი ფერის შიგნით,  ზონათა ტრანსფორმაცია. არ არსებობს “ცუდი” და “კარგი” აურა. უბრალოდ ისინი განსხვავებულები არიან. იმ დროსაც  კი, როდესაც ისინი მუქი ფერისაა და აჩვენებენ სტრესულ მდგომარეობას.

   ცუდი არ იქნება გაითვალისწინოთ, რომ სისტემაში "გონება-სხეული-ენერგია" ზოგჯერ თქვენი მოქმედების და ქცევის მოდელის შეცვლა (მაგალითად განთავისუფლება უაზრო, ბრიყვული აზრებისგან) დადებით როლს ითამაშებს თქვენი აურის მონაცემთა გაუმჯობესებისთვის.