2/26/2012

დაცემული "ანგელოზი" - ჩინელი მოდელი Victoria's Secret-ის შოუს დროს წაიქცა

20 ნოემბერს შანხაიში Victoria's Secret 2017-ის შოუ წარმატებით ჩატარდა, პოდიუმზე მსოფლიოს ყველაზე სექსუალურმა და მოთხოვნადმა 55 მოდელმა გაიარა, თუმცა გრანდიოზულ ჩვენებას უხერხული მომენტის გარეშე არ ჩაუვლია- ჩინელი ტოპ-მოდელი მინ სი შუა დეფილეს დროს წაიქცა და მუხლებზე დაეცა. მოდელს წამოდგომაში მისი კოლეგა ჟიზელ ოლივეირა დაეხმარა, მაყურებელმა კი მინ სი აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.