შვედური კომპანიის იკეა (IKEA) ისტორია იწყება 1943 წელს. მისი დამფუძნებელია ინგვარ კამპრადი.
ინგვარ ლომპრადი დაიბადა 1926 წლის 30 მარტს შვედეთის ქალაქ ელმხულტში.მან პატარა ასაკშივე დაიწყო ვაჭრობა, რომლის მიმართ სწრაფვა გადმოეცა ბაბუისაგან, რომელსაც ჰქონდა საკუთარი კომპანია და დაკავებული იყო ვაჭრობით (როგორც ცნობილია დიდი ვალების გამო ინგვარის ბაბუამ თავი მოიკლა).
ბავშვობაში ინგვარი დაკავებული იყო სხვადასხვა პროდუქციის გაყიდვით. ვაჭრობის პირველი გამოცდილება მან მიიღო ასანთის გაყიდვით, რომელთაც 5 წლის ასაკში ყიდდა ქუჩაში. შემდეგ იგი ვაჭრობდა თავის დაჭერილი თევზით, საშობაო ბარათებით, საახალწლო აქსესუარებით და ასე შემდეგ.
მას არ მიუღია უმაღლესი განათლება, არ უსწავლია ბიზნესი და არ უკითხავს ამ თემაზე წიგნები. მაგრამ მიუხედავად ამისა კომპანია იკეა (IKEA) შეიქმნა ინგვარის პირადი გამოცდილების და დაკვირვებების საფუძველზე.
1943 წელს შეიქმნა პირველი და მთავარი კომპანია იკეა (IKEA), რომელმაც თავისი საქმიანობა დაიწყო ავტოკალმებით ვაჭრობით. ავეჯით ვაჭრობა კომპანიმ დაიწყო მხოლოდ შექმნიდან ხუთი წლის შემდეგ.
საინტერესოა, რომ ფირმა იკეა შეიქმნა მხოლოდ იმისათვის, რომ არ გაფუჭებულიყო ურთიერთობა მომწოდებელთან, რომელიც ითხოვდა ოფიციალურობას ბიზნესში. ფინანსების ნაკლებობის და ინგვარის პატარა ასაკის გამო კომპანია იკეა დარეგისტრირდა მისი მამის სახელზე.
სახელწოდება იკეას პირველი ორი ასო წარმოადგენს ინგვარის ინიციალებს, მესამე - ბაბუის კომპანიის სახელის პირველ ასოს, ხოლო მეოთხე უახლოესი სოფლის ეკლესიის დასახელების პირველ ასოს.
კომპანიის განვითარება საკმაოდ კარგად მიდიოდა და 2 წლის შემდეგ ინგვარმა გადაწყვიტა საკუთარი ფირმის გაზეთების საშუალებით რეკლამირება.
40-იანი წლების ბოლოს მან ყურადღება მიაქცია ერთ საინტერესო ფაქტს. იმ პერიოდში შვეციაში ავეჯი უმრავლესობისათვის უზომოდ დიდი ფასიდან გამომდინარე წარმოადგენდა ფუფუნების საგნებს. და ახალგაზრდა ბიზნესმენმა დაიწყო თავისი მაღაზიის რეფორმირება. იგი ეძებდა ყველაზე იაფ ავეჯს და შეჰქონდა მაღაზიაში გასაყიდად.
ყველაზე საინტერესოა ის ფაქტი, რომ იმ პერიოდში ინგვარის მაღაზიის ყველა ნივთს ჰქონდა საკუთარი სახელი, რომელსაც იგონებდა თვითონ. კომპანია იკეას სახელმა ელვის სისწრაფით დაიწყო გავრცელება როგორც იაფი ავეჯის მაღაზია.
შედეგად 1951 წელს იკეამ მოახერხა შვეციაში საკუთარი, პატარა ქარხნის ყიდვას. ქარხანამ დაიწყო კიდევ უფრო იაფი ავეჯის გამოშვება.
იკეამ მოიგო მთელი ომი, მაგრამ კონკურენტებმა, რომლებიც შედიოდნენ ავეჯის წარმოების ნაციონალურ ასოციაციაში დაიწყეს ზეწოლა ადგილობრივ მწარმოებლებზე, რომლებიც მუშაობდნენ იკეასთან. მათ მოახერხეს რამოდენიმე მათგანთან შეთანხმება, რომ შეეწყვიტათ თანამშრომლობა მასთან.
ალბათ ეს ფაქტი უზარმაზარი დარტყმა იქნებოდა კომპაანიისათვის, რომ მის სათავეში არ ყოფილიყო ინგვარი. მაგრამ მისთვის ეს პრობლემა აღმოჩნდა ახალი გზების ძიების სტიმული. არ გჯერათ, რომ პრობლემებმა შეიძლება დადებითად იმოქმედოს ბიზნესზე? ადგილობრივი მეწარმეების უარმა იკეა მიიყვანა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებლამდე მსოფლიოში.
იკეამ დაიწყო ავეჯის დეტალების უმეტესი ნაწილის შესყიდვა პოლონეთში. პლიუსი აღმოჩნდა ის, რომ არ ხდებოდა პროდუქციის დაყოვნება.
ასევე კომპანიამ შეწყვიტა ავეჯის სახლში მიტანის სერვისი, რამაც გამოიწვია პროდუქციის ფასების კიდევ უფრო დაწევის შესაძლებლობა. იკეამ დაიწყო ასაწყობი ავეჯის წარმოება - გაცილებით მოსახერხებელი ტრანსპორტირებისათვის. ავეჯს თან მოყვებოდა აწყობის ინსტრუქცია, რომლის საშუალებითაც მისი სახლში აწყობა არავითარ პრობლემას არ წარმოადგენდა.
ეს იდეა ინგვარს გაუჩნდა სრულიად შემთხვევით - ერთხელ ინგვარმა დაინახა, თუ როგორ შლიდა თავისი ფირმის თანამშრომელი კლიენტის ნაყიდ მაგიდას იმისათვის, რომ იგი მანქანაში ჩატეულიყო. მან გადაწყვიტა, რომ შეექმნა ავეჯი, რომლის დაშლა-აწყობა მარტივად მოხდებოდა. ბევრი იდეა, რომელსაც ამჟამად იყენებს კომპანია დაიბადა იმის შედეგად, რომ ინგვარმა რაღაცა მოისმინა ქუჩაში ან დაინახა საკუთარ მაღაზიაში.
1951 წელს გამოვიდა იკეას კატალოგი. მისი პრინციპის განსაკუთრებულობა მდგომარეობდა იმაში, რომ კატალოგში მოცემული ფასები არ უნდა მომატებულიყო ერთი წლის განმავლობაში.
1952 წელს ინგვარი იმყოფებოდა ამერიკაში, სადაც გაეცნო მაღაზიების განლაგების სისტემას Cash & Carry, რომლის მიხედვითაც ისინი განლაგებულია ქალაქების გარეუბნებში, სადაც მიწის ფასი უფრო დაბალია. გარდა ამისა მაღაზიები შენდება უზარმაზარი საწყობის ფორმის. შედეგად გაიხსნა ორი სავაჭრო იკეას მაღაზია.
მაგრამ კამპრადი ამით არ დაკმაყოფილდა. მან გააგრძელა დამატებითი სერვისების დახვეწა, რომლითაც მომხმარებლისთვის მოსახერხებელი იქნებოდა სავაჭრო ცენტრის დათვალიერება. 50-იან წლებში იკეას მაღაზიებში გაჩნდა პატარა კაფეები, სადაც კლიენტებს შეეძლოთ დასვენება და დანაყრება.
1963 წელს იკეა გადის სხვა ქვეყნების ბაზარზე. იკეას მაღაზია გაიხსნა ნორვეგიაში, მოგვიანებით შვეიცარიაში.
კომპანიის წარმატება სახეზეა. მისი სტრატეგია არის დაბალი ფასების სტრატეგია.
დღევანდელ დღეს კომპანია იკეა წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას. მის სათავეში დგანან ინგვარის შვილები. თვითონ ბიზნესმენი კი დღესაც ეხმარება მათ ახალი იდეებით.
იკეას ყველა მაღაზია შვედეთის გარეთ შეღებილია ყვითელ-ლურჯ ფერებში. სალაროების გვერდზე მოთავსუბულია განყოფილებები, სადაც იყიდება შვედური ნაციონალური საჭმელი.