1/18/2012

როგორ ვუშველოთ დამწვარ ენას?

დარწმუნებული ვარ ყველას ერთხელ მაინც დაგვწვა ენა ცხელმა საჭმელმა. დამეთანხმებით ძალიან ცუდი შეგრძნებაა. თუმცა გამოსავალი ხშირ შემთხვევაში ახლობლებისაგან ასეთია “თავისით გაგივლის”. ამ სტატიაში გაგაცნობთ ორ ხერხს რომელებიც ძალიან მალე დაგვიამებენ ენას.
ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალება ყინულია. ზაფხულში ნაყინიც კარგია. ექიმები ყველაზე კარგ საშუალებად იოგურტს მიიჩნევენ, თუმცა სახლის პირობებში ეს ნაკლებად თუ გამოგვადგება. უნდა აღნიშნოს ის ფაქტი რომ ხშირია დამწვრობისას მოწამვლაც, ამიტომ ჯობია საკუთარი რეცეპტის გამოწერას მოვერიდოთ.
თუ უფრო ეფექტური საშუალება გნებავთ მაშინ აფთიაქში უნდა იკითხოთ ისეთი მაზები რომლებიც ბენზოკაინს შეიცავენ. იგი ეფექტური გამაყუჩებელია და ხშირად გამოიყენებენ პირის ღრუს პრობლემებთან საბრძოლველად. ასევე შეგვიძლია ვისარგებლოდ ხველების წამლებით რომლებიც მენთოლს შეიცავენ. თუმცა სანამ მედიკამენტების გამოყენებას დავაპირებდეთ აუცილებლად გავეცნოთ ინსტრუქციას.

სანამ ენა დამწვარია უნდა მოვერიდოთ მჟავე პროდუქტების ჭამას. როგორიცაა: პომიდორი, ფორთოხალი, კივი და ა.შ ასევე მარილიან პროდუქტებს.