მართლმადიდებელი ქრისტიანები ქრისტეშობის დღესასწაულს დღეს, 7 იანვარს ავღნიშნავთ!
ეს ის დღეა, როდესაც ყოველი ქრისტიანი ფანჯარასთან დგას და ხელთ სანთელი უპყრია,
რათა ღირსეულად შეეგებოს ამ ბრწყინვალე დღესასწაულს და იზეიმოს ქრისტეს დაბადება.
მინდა, ყოველ თქვენგანს მივულოცო შობა, ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე
დიდებული დღესასწაული. იყავით მადლობელნი უფლისა, რათა მოგცათ საშუალება
გეცხოვრათ ნორმალურად, გყოლოდათ მეგობრები და ოჯახი, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია!
იმ დროეს ისრაელი ცალკე სამეფოდ არ მოიხსენიებოდა და ემორჩილებოდა რომის იმპერატორს,
ანუ კეისარს. კეისარს სურდა გაეგო თუ რამდენი სული ცხოვრობდა ისრაელში, რისთვისაც
გასცა ბრძაენაბა ჩაეტარებინათ აღწერა, რის დროსაც ყოველი ადამიანი უნდა წასულიყო იმ
ქალაქში, სადაც მისი წინაპრები დაიბადნენ და ამ ქალაქშივე ჩაწერილიყო.
ვინაიდან იოსები და მარიამი დავითის შთამომავლები იყვნენ, დავითი კი ქალაქ ბეთლემს
ეკუთვნოდა, ისინი ბეთლემში უნდა წასულიყვნენ. მარიამი და იოსები ქალაქში შებინდებისას
ჩავიდნენ, როდესაც ქალაქი მთლიანად იყო გავსებული, ამიტომ განაპირას გამოქვაბულში
შეაფარეს თავი, სადაც მხოლოდ მწყემსებს დაყავდათ საქონელი.
პირველებმა ქრისტეს შობის შესახებ სწორედ მწყემსებმა შეიტყვეს, როდესაც საქონელს
აძოვებდნენ. მათ თვალწინ განათდა გარემო, გამოეცხადათ ანგელოზი, რომელმაც
ჩამოსძახა: "ნუ გეშინიათ, მე გახარებთ თქვენ დიდ სიხარულს, - ეს არის ახლა დავითის ქალაქში
დაიბადა მაცხოვარი, ქრისტე ღმერთი. და, აი, ამის ნიშანიც: თქვენ იპოვით ახალშობილს ჩვრებში
გახვეულს და ბაგაში მწოლიარეს". თქვა თუ არა ეს სიტყვები ანგელოზმა, მის გვერდში გაჩნდნენ
სხვა ანგელოზები და იწყეს გალობა, რის შემდეგაც კვლავ გაუჩინარდნენ.
მწყემსებმა გასწიეს გამოქვაბულისაკენ, ნახეს ბაგაში მწოლიარე იესო და თაყვანი სცეს მას,
ვითარცა ღმერთს. ქრისტეს დაბადების შემდეგ მარიამი და იოსები დაბრუნდნენ ნაზარეთში,
სადაც იესო იზრდებოდა დედ-მამის მორჩილებაში და ემატებოდა სიბრძნე.
კიდევ ერთხელ გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!