12/18/2011

ნებისმიერი საიტისთვის ადრე თუ გვიან დგება რედიზაინის საჭიროება


საიტის დიზაინი მრავალი მიზეზით შეიძლება იცვლებოდეს, ეს ცვლილება შეიძლება უკავშირდებოდეს თქვენი საქმიანობის ცვლილებას, ფუნქციურ განვითარებას ან უბრალოდ ესთეტიკურ მხარეს.

საიტის რედიზაინი საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა და მას როგორც დადებითი ისე უარყოფითი გავლენაც შეიძლება ჰქონდეს თქვენ საქმიანობაზე.

ამიტომ სანამ ადგებოდეთ და პირდაპირ დაიწყებდეთ დიზაინში ცვლილებების შეტანას კარგი იქნება თუ რამოდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს გაითვალისწინებთ.  ამ პოსტში შევეცდები ექსპერტების მიერ მოწოდებულ რჩევებს მოვუყარო თავი და გაგიზიაროთ.

რა უნდა განსაზღვროთ სანამ რედიზაინს დაიწყებთ?

1. რატომ გადაწყვიტეთ რედიზაინი?
ეს ალბათ ყველაზე კომპლექსური და ძნელად საპასუხო კითხვად შეიძლება იქცეს. რედიზაინის მიზეზი უამრავი შეიძლება აღმოჩნდეს. თქვენ უბრალოდ არ მოგწონთ საიტი ფუნქციონირება, უბრალოდ გსურთ უკეთესად გამოიყურებოდეს, რაიმე ფუნქციონალური ცვლილებების შეტანა გადაწყვიტეთ და ა.შ.

ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი კარგად განსაზღვრული გქონდეთ და იცოდეთ რა გსურთ.  ამიტომ სანამ დაიწყებდეთ დაფიქრდით, შეადგინეთ სია იმ მოთხოვნებისა თუ რას ელით ახალი დიზაინისგან. ეს დაგეხმარებათ ადვილად წარმართოთ რედიზაინის პროცესი და უნებლიედ არ ასცდეთ სასურველ შედეგს.

2. რა სახის რედიზაინი გესაჭიროებათ?
როცა უკვე განსაზღვრეთ თუ რატომ გსურთ რედიზაინი შემდეგ უნდა განისაზღვროს როგორი ცვლილებებია გასაკეთებელი. შესაძლოა უბრალოდ მცირედი ვიზუალური ელემენტების ცვლილება დაგჭირდეთ და მორჩა. მეორე მხრივ შეიძლება სულაც თქვენი საიტი პროგრამული მხარის ფუნდამენტური ცვლილებების საჭიროებაც დაგიდგეთ. ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რა გაქვთ გამიზნული და რამდენად დიდი ბიუჯეტი შეგიძლიათ გამოყოთ ამ საქმისთვის. ასე რომ ისევ დაფიქრდით რა გსურთ და სთხოვეთ თქვენ დეველოპერს გარკვეული რჩევები მოგცეთ კონკრეტული მომენტისთვის რისი გაკეთება ჯობია.

3. გადახედეთ რა მუშაობს კარგად და რა არა
რამდენად დიდ რედიზაინსაც არ უნდა აკეთებდეთ, დიდია ალბათობა იმისა რომ თქვენი საიტის უკვე არსებული ელემენტების ნაწილი კარგად მუშაობს და ნაწილი საერთოდაც უაზროდაა საიტზე და არავის იზიდავს. ამიტომ ჯობია კარგად გადახედოთ საიტს და ნახოთ რა არის ღირებული და რა ხელის შემშლელი. რაც ღირებული და მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია ჯობია ხელულებელი დარჩეს ხოლო უსარგებლო ელემენტების მოცილება და ახლებით ჩანაცვლება აუცილებელია. ასე რომ დაყავით თქვენი საიტი ნაწილებად და დაადგინეთ რა უფრო იზიდავს მომხმარებლებს და მხოლოდ შემდეგ შეიტანეთ ცვლილებები.

4. როგორ იყენებენ თქვენ საიტს მომხმარებლები?
გადახედეთ თქვენი საიტის სტატისტიკურ მონაცემებს. ნახეთ რომელ გვერდებს სტუმრობენ თქვენი მომხმარებლები და რომელი გვერდებიდან ტოვებენ ისინი თქვენ სიატს. ნახეთ რა საძიებო სიტყვებით ხვდებიან თქვენ საიტზე და რას აკეთებენ როდესაც ისინი თქვენთან ხვდებიან. გააანალიზეთ ეს ყველაფერი, ნახეთ ეკრანის რა გაფართოების მქონე ვიზიტორები არიან ყველაზე მეტნი, რომელ ბროუზერს იყენებენ და აცნობეთ ეს ინფორმაცია დეველოპერს. ეს დაგეხმარებათ თქვენი საიტი უფრო ეფექტური იყოს როგორც ჩვეულებრივი კომპიუტერბის დიდი ნაწილიდან დათვალიერებისას ასევე მობილური მოწყობილობებიდანაც.

5. თქვენი ბრენდის ან კომპანიის ლოგო ხომ არ შეცვლილა?
თუ ეს ასე მაშინ აუცილებლად გააკეთეთ ისეთი ცვლილებები რომ ახალი ლოგო ეფექტურად გამოჩნდეს საიტზე. გახსოვდეთ რომ საიტზე პირველი შემოსვლისას მომხმარებელს უკვე ექმნება ძირითადი შთაბეჭდილებები კომპანიაზე და ლოგო კი ასოციაციურად უკავშირდება კომპანიის სახელს. ასე რომ თუ ლოგომ რაიმე ცვლილება განიცადა აუცილებლად განაახლეთ ის საიტზეც.

6. როდის და როგორ უნდა გაუშვათ საიტი ახალი დიზაინით?
მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ რა ცვლილებები შეიტანეთ საიტის დიზაინში .  თუკი ეს ცვლილებები ძალიან დიდია მაშინ უნდა განსაზღვროთ ერთიანად რედიზაინი ჯობს თუ ცალ-ცალკე ელემენტების რედიზაინი. ეს იმიტომაა მნიშვნელოვანი რომ ახალი დიზაინი უცხოდ თუ მოხვდება მომხმარებლის თვალს რომელიც სულ სხვა ინტერფეისს ელოდა თქვენ საიტზე მაშინ არის შანსები რომ საიტზე ტრაფიკმა დაიწიოს.  კარგი იდეაა ახალი დიზაინის ელემენტები ნელ-ნელა შეიტანოთ საიტზე და ასე უფრო მარტივად შეაჩვევთ მომხმარებლებს. თუმცა თუ თქვენ დიზაინი სწორად გათვალეთ და კიდე უფრო მეგობრული გახადეთ მომხმარებლის თვალისთვის მაშინ შეიძლება ერთბაშად ცვლილებით ძალიან დიდი შედეგი მიიღოთ.

7. როგორ მოვახდინოთ უმტკივნეულო გადასვლა ახალ დიზაინზე?
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ რედიზაინისას შეიძლება საიტის ფუნქციონალურ მხარეში დიდი ცვლილებების შეტანა გახდეს საჭირო. მაგრამ თუ თქვენი მომხმარებლების უმეტესობა ისეთია ვინც ყოველდღე სტუმრობს საიტს და მიჩვეულია მის ფუნქციონირებას მაშინ აუცილებლად უნდა იფიქროთ იმაზე რომ შეჩვეული მომხმარებლები არ დააბნიოთ. კარგი იქნება თუ არ შეცვლით მენიუს ლინკებს ანდა სხვა ბმულებს რაც თქვენ საიტზე წლების განმავლობაში გროვდებოდა და მკითხველი მიჩვეულია არსებული ბმულებით სარგებლობას.

ეცადეთ რომ თქვენი საიტის დიზაინი უფრო ევოლუციას გავდეს ვიდრე უბრალოდ აიღოთ და ერთი დიზაინი ჩაანაცვლოთ სრულიად განსხვავებულით. ეს მომხმარებლისთვის იგივეა რაც შევიდეს საიტზე და რასაც ელოდა იმის მაგივრად სულ სხვა საიტი დახვდეს. ეცადეთ ვიზუალური მხარე გააუმჯობესოთ მაგრამ ფუნქციური ელემენტების ადგილმდებარეობას დიდ ცვლილებებს ნუ გაუკეთებთ. დარწმუნდით რომ თქვენი ცვლილებები მარტივად გასაგები იქნება მომხმარებლისთვის და თქვენი კომპანიის ბლოგზე ან საინფორმაციო გვერდზე აუცილებლად განათავსეთ სიახლე ცვლილებების შესახებ.

ფუნდამენტურმა ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს თქვენ საიტზე არსებული ინფორმაციაზე ბმულების შეცვლა. რაც მოხმარებლებს პირდაპირ გაიყვანს  Not Found გვერდებზე. ამიტომ თუ ბმულები შეცვალეთ აუცილებელია ძველი ბმულების გადამისამართება მოახდინოთ ახლებზე.

ეს არის ის ინფორმაცია რაც მოვიძიე და ვეცადე ეფექტურად გადმომეცა თქვენთვის. იმედია სასარგებლო და შედეგიანი იქნება. პირადად მე რომელიმე მათგანი თუ არ გამითვალისწინებია რედიზაინისას უამრავ პრობლემებს უჩენიათ ხოლმე თვი.

კომენტარებში გაგვიზიარეთ თქვნი აზრით კიდევ რა არის აუცილებლად გასათვალისწინებელი.