თუ თქვენ თვლით, რომ Facebook-ი არის მხოლოდ: გასართობი, მეგობრებთან დამაკავშირებელი, ონლაინ თამაშების ან უბრალოდ დროის გასაყვანი სოციალური ქსელი – უბრალოდ ცდებით! ეს არის შესანიშნავი ინსტრუმენტი თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის და არ აქვს მნიშვნელობა ბიზნესის სიდიდეს; Facebook-ს შეუძლია უზომოდ გაზარდოს თქვენი ონლაინ რეპუტაცია, რაც თავის მხრივ წარმოადგენს შესანიშნავ პლატფორმას თქვენი ბიზნესის გაფართოვებისათვის.
„Harvard Business Review“- მ ამასწინათ გამოაქვეყნა კვლევა, რომელის თანახმადაც „Facebook Fan Page“-ი (facebook გვერდი) არის ძალზედ ეფექტური მექანიზმი გაყიდვების ზრდისა და ბრენდის ნდობის მოპოვებისათვის.
ბევრი ბიზნესის მეპატრონე მიიჩნევს, რომ თუკი მათ აქვთ ვებსაიტი, „facebook გვერდი“-ის შექმნა და მართვა (დამატებითი დროის ხარჯვა) აღარ არის საჭირო, თუმცა ეს ასე არ არის. „Facebook გვერდი“ არ არის ვებსაიტის შემცვლელი, იგი არის შესანიშნავი შუამავალი კლიენტების ბიზნესთან დასაკავშირებლად, ხოლო ვებსაიტი, როგორც წესი არის მხოლოდ ცალმხრივი კავშირი ბიზნესთან. სინამდვილეში, „facebook გვერდი“-ის მთავარი დანიშნულებაა შედგეს დიალოგი ბიზნესსა და მომხმარებელს შორის.
არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ Facebook-ი არის ვებსაიტზე (ბიზნეს ან სხვა ოფიციალურ საიტზე) ტრაფიკის გაზრდის ძალიან კარგი საშუალება. რაც უფრო დახვეწილია და მაქსიმალურად სრულყოფილი გვერდი (ინფორმაციული და დიზაინის თვალსაზრისით) მით უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება ბიზნესს მოიპოვოს ნდობა მომხმარებლის მხრიდან. ქვემოთ გთავაზობთ ჩემთვის ნაცნობ, ძალზედ ეფექტურ საშუალებებს Facebook-ში ონლაინ რეპუტაციის, გაყიდვების და პოპულარობის გასაუმჯობესებლად:
1. ლამაზი URL-ი
ნაცვლად გრძელი და კომპლექსური ელექტორნული მისამართისა, რომელსაც ავტომატურად გთავაზობთ Facebook-ი (სამწუხაროდ უამრავი რეიტინგული ქართული facebook გვერდი [იხილეთ სტატიის ბოლოს] იყენებს ამგვარ მისამართებს), შეგიძლიათ შეხვიდეთ http://facebook.com/username და უპრობლემოდ შეცვალოთ თქვენი ჩვეულებრივი ანგარიშის (Facebook account) ან გვერდის/ჯგუფის URL-ი. ეს აბსოლუტურად უფასოა !!!
მაგალითად: http://www.facebook.com/pages/giorgigigeocom/186606348055495 -ის ნაცვლად http://www.facebook.com/giorgigigeo
2. მიაწოდეთ მომხმარებელს უახლესი ინფორმაცია თქვენი ბიზნესის შესახებ
გააცანით თქვენს მომხმარებელს თქვენი ბიზნესის სიახლეები, ჩაატარეთ გამოკითხვები (Poll), გაუზიარეთ სასარგებლო სტატიები და ბმულები, მიაწვდინეთ ხმა ფასდაკლებების შესახებ, დასვით თქვენი ბიზნესის აქტუალური შეკითხვები და მოისმინეთ თქვენი კლიენტების პოზიცია (ძალზედ ეფექტური საშუალებაა სწორი გადაწყვეტილების მისაღებად) და გაუზიარეთ კვლევის შედეგები.
ყოველივე ეს ძალიან გაზრდის თქვენს ავტორიტეტს მომხმარებლის თვალში.
3. გამოიყენეთ განახლებები
განახლებები (Updates) არის თქვენი აუდიტორიისთვის უფასოდ და ეფექტურად წერილის გაგზავნის სერვისი (ეს სერვისი ინტეგრირებულია Facebook-ში და ხელმისაწვდომი ხდება Facebook გვერდის ადმინისტრატორებისათვის). მისი საშუალებით შესძლებთ კატეგორიების მიხედვით აირჩიოთ თქვენი Facebook გვერდის რომელ მომხმარებლებს გაუგზავნოთ ესა თუ ის შეტყობინება (ამგვარი დანაწილება ძალზედ სასარგებლოა ბიზნესისათვის, გეოგრაფიული და დემოგრაფიული ფაქტორების გათვალისწინების აუცილებლობის შემთხვევაში).
განახლების გასაგზავნად ნავიგაციის პროცესია: http://www.facebook.com/pages/giorgigigeocom/186606348055495 -> გვერდი რედაქტირება -> თქვენი გვერდის რეკლამირება -> გაუგზავნე განახლება ჯგუფ „ფანები“ -> მონიშნეთ: Target this update – > აირჩიეთ კატეგორიები.
4. დაგეგმეთ ღონისძიებები Facebook Event -ის გამოყენებით !!!
5. გამოიყენეთ ფოტო და ვიდეო „ტაგირება“ (Tagging – მე ამ სიტყვის ქართლი შესატყვისი არ ვიცი, თუ შეგიძლიათ მირჩიეთ ) !!!
გადაიღეთ რაც შეიძლება ბევრი სურათი და ვიდეო. შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მომხმარებელს და გააკეთეთ თქვენი მეგობრების/მომხმარებლების „ტაგირება“ (ზოგი თქვენ თვითონ და ზოგიც სხვებმა), ცხადია ასეთი მიდგომა სერიოზულად გაზრდის თქვენი Facebook გვერდის ტრაფიკს და მომხმარებლის აქტივობას.
6. Static FBML აპლიკაციის გამოყენება
ამ აპლიკაციის საშუალებით შესძლებთ თქვენს facebook გვერდში გამოიყენოთ HTML ან FBML (Facebook Markup Lenguage) დამატებითი პროფესიონალური კონფიგურირებისათვის. ამ აპლიკაციის საშუალებით შეგეძლებათ შექმნათ „Wellcome“ ტაბი (TAB) და ა.შ. რომელიც პროფესიულ იერსახეს აძლევს facebook გვერდს.
URL: http://www.facebook.com/apps/application.php?id=4949752878
7. Facebook Insight – ის გამოყენება
ეს არის Facebook გვერდის (Fan Page) სტანდარტული მოდული, რომელიც გაძლევთ საშუალებას აკონტროლოთ თქვენი პოსტების ხარისხი და გააჩნია უამრავი დამატებითი სასარგებლო ფუნქცია (დეტალურად აღარ აღვწერ, ეს სხვა სტატიის თემაა). ეს სერვისი მხოლოდ ადმინისტრატორებისათვის არის ხელმისაწვდომი.
8. Facebook Marketplace ***
არის უბრალო და გენიალური გამოგონება, რომელიც პირდაპირ ზედგამოჭრილია ქართული საზოგადოებისათვის. ეს არის ინტეგრირებული პორტალი, რომელიც გვაძლევს საშუალებას ონალინ რეჟიმში ნებისმიერმა ადამიანმა ან ბიზნესის წარმომადგენელმა განათავსოს განცხადება ამათუ იმ პროდუქტის გაყიდვის, გაქირავების და თქვენ წარმოიდგინეთ სამუშაოს შესახებადაც კი. სერვისი უფასოა და შედარებით ახალი დანერგილი, იგი არ იძლევა ონალინ გადახდის საშუალებას, უბრალოდ განათავსებთ განხცადებას და მყიდველი (დაინტერესებული პირი) დაგიკავშირდებათ. თუმცა სერვისი შედარებით ახალია და პოპულარიზაციას საჭიროებს!
URL: http://facebook.com/marketplace
9. Facebook-ში გააკეთეთ რეკლამა
რეკლამა Facebook-ში ეს არის შესანიშნავი და იაფი გზა გახვიდეთ დიდი რაოდენობით ზუსტად თქვენთვის სასურველ კლიენტებზე. რეკლამის შექმნა უმარტივესი პროცესია, თქვენ შეგიძლიათ დაუკავშიროთ პირდაპირ თქვენს ბიზენსს ვებსაიტს ან Facebook გვერდს. ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ შეურჩიოთ 25 სიმბოლოიანი სათაური, სურათი და 135 სიმბოლოიანი სარეკლამო ეფექტური ტექსტი; დააკონკრეტოთ თქვენი დღიური ბიუჯეტი და დაგეგმოთ მაქსიმალური ფულადი განაკვეთი ერთ რეკლამაზე.
Facebook-ის აუდიტორიის სამიზნე კრიტერიუმებია:
მდებარეობა
სქესი
ასაკი
საკვანძო სიტყვები
განათლება
სამუშაო ადგილი
ოჯახური მდგომარეობა
ენები
ურთიერთობის ინტერესები
URL: http://www.facebook.com/advertising/
10. Status update Tagging ***
რამოდენიმე თვის უკან Facebook-მა დანერგა მომხმარებლის ე.წ. „ტაგირება“ (Tagging – სამწუხაროდ მე ამ სიტყვის ქართლი შესატყვისი არ ვიცი, თუ შეგიძლიათ მირჩიეთ) @ სიმბოლოს გამოყენებით, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგეძლებათ ერთდროულად 6 მეგობრის, ჯგუფის ან გვერდის პროფილში ასახოთ თქვენთვის სასურველი გზავნილი. ძალზედ ეფექტური საშუალებაა !!!
11. შექმენით თქვენი Facebook გვერდის ემბლემა !!!
შექმენით თქვენი Facebook გვერდის ემბლემა და განათავსეთ თქვენი ბიზნესის ვებსაიტზე ან ბლოგზე. ამისათვის თქვენ უნდა გადახვიდეთ Facebook გვერდზე -> გვერდი – რედაქტირება -> გვერდის ემბლემები. აირჩიეთ თქვენთვის მისაღები ფორმა და გაუკეთეთ ინტეგრირება თქვეს საიტზე.
12. Facebook Connect-ის გამოყენება თქვენს ვებსაიტზე
Facebook Connect არის Facebook-ის უახლესი პლატფორმა; იგი საშუალებას აძლევს დეველოპერებს პირდაპირ ვებსაიტში მოახდინონ Facebook-ის ინტეგრირება, რის შემდეგაც ბიზნეს (ან სხვა) ვებსაიტებზე შესაძლებელი ხდება ერთი დაწკაპუნებით თქვენი Facebook კონტაქტით ავტორიზაცია, რაც თავის მხრივ მკვეთრად ზრდის საიტზე ტრაფიკს და ძალიან აიოლებს ვებსაიტზე ახალი მომხმარებლის რეგისტრაციას. Facebook Connect -ს კიდევ უამრავი დამატებითი შესაძლებლობა აქვს; თუ დაინტერესდით იხილეთ შემდეგი ბმულები:
URL: http://www.building43.com/videos/2009/07/21/facebook-connect-how-to-and-why/
URL: http://www.facebook.com/connectnews
URL: http://wiki.developers.facebook.com/index.php/Connect/Setting_Up_Your_Site
URL: http://developers.facebook.com/docs/guides/web
13. youtube აპლიკაციის ინტეგრირება
დღევანდელ დღეს YouTube-ი განსაკუთრებით შესანიშნავ შესაძლებლობებს იძლევა ბიზნესისასთვის. ტელევიზიისაგან განსხვავებით სარეკლამო ან სხვა ვიდეოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს თვენი საქმიანობის განვითარებას და კლიენტების ნდობის მოპოვებას, გაცილებით იაფი ჯდება და თან დიდი დროის მანძილზე არის ხელმისაწვდომი მომხმარებლისათვის.
YouTubTab-ი არის აპლიკაცია, რომელიც თქვენს YouTube ვიდეოების ინტეგრირებას ახდენს Facebook-ის ტაბში (TAB), რაც თავის მხრივ ვიდეოების ხელმეორედ ატვირთვას აღარ ხდის აუცილებელს Facebook-ში.
URL: http://www.facebook.com/youtubetab
14. Slideshare აპლიკაციის ინტეგრირება
http://slideshare.net – ზე არსებული თქვენი ფაილების ინტეგრირება facebook გვერდში.
URL: http://apps.facebook.com/slideshare
15. Simplaris BlogCast
არის ძალიან სწრაფი და მარტივი საშუალება თქვენი ბლოგის ან საიტის RSS ბმულების facebook-ში ინტეგრირებისათვის.
URL: http://www.facebook.com/apps/application.php?id=2344132808
16. GLPrint Business Cards
არის ციფრული ბიზნეს სავიზიტო ბარათის შესაქმნელი/საჩვენებლი აპლიკაცია.
URL: http://www.facebook.com/apps/application.php?id=8298513388
17. My BusinessBlinkWeb
ამ აპლიკაციის საშუალებით შექმნით ვიჯეტს (widget) რომელიც რეკლამირებას უკეთებს თქვენს ბიზნესს და სხვა მომხმარებელს აძლევს თავის პროფილში ამ ვიჯეტის ინტეგრირების საშუალებას, რაც თქვენს მეგობრებს, კლიენტებს და ნაცონებებს აქცევს თქვენს სარეკლამო აგენტებად.
URL: http://www.facebook.com/apps/application.php?id=15269243569
18. Professional Profile
ეს აპლიკაცია იძლევა საშუალებას პროფილში შექმნათ თქვენი ბიზნეს კონტაქტებისა და აქტივობების ტაბი.
URL: http://www.facebook.com/apps/application.php?id=24265472995
19. Voice Mail
ამ აპლიკაციის საშუალებით აგზავნეთ და მიიღეთ ხმოვანი: გზავნილები, ჩატი. ჩანაწერები კედელზე და სხვა.
URL: http://www.facebook.com/apps/application.php?id=5466901629
20. Huddle by WorkSpaces
ეს აპლიკაცია აკეთებს თქვენი http://huddle.net -ზე არსეუბული ფაილების გაზიარებას, დამატებას და ა.შ.
URL: http://www.facebook.com/apps/application.php?id=20383310695
21. Page Maps
URL: http://www.facebook.com/apps/application.php?id=19582321008
22. Posted Items Pro
დახმარებით შეგიძლიათ Facebook-ში მოახდინოთ რამოდენიმე თვენი YouTube, Yahoo, Googel Video, მუსიკალური mp3-ის, ფაილების და საიტების ინტეგრირება Facebook-ის გვერდის პროფილში.
URL: http://www.facebook.com/apps/application.php?id=2761091815
23. Twitter App
ჩვენს რეალობაში სოც. მედიის ძალა ინმდენად მნიშვნელოვანია, რომ ალბათ ყველა ბიზნესი უნდა იყენებდეს ამ ქსელებს. Facebook-ის შემდეგ ყველაზე დიდი სოც. მედია ვებსაიტი არის Twitter-ი. ამ აპლიკაციის საშუალებით თქვენ შეგეძლებათ ავტომატურად გაუზიაროთ თქვენს Facebook გვერდის/ანგარიშის მომხმარებელს თქვენი Twitter-ის ე.წ. „Tweet“-ები; რაც ცხადია დროის ეკონომიასთან არის დაკავშირებული.
URL: http://www.facebook.com/apps/application.php?id=2231777543
Facebook გვერდების ცნობილი ბრენდების კარგი მაგალითები, რომელთაც უნდა მივბაძოთ!!!
Pringles
URL: http://www.facebook.com/Pringles
ფანების რაოდენობა: 3 281 628 ადამიანი
Coca-Cola
URL: http://www.facebook.com/cocacola
ფანების რაოდენობა: 5 653 549 ადამიანი
Starbucks
URL: http://www.facebook.com/Starbucks
ფანების რაოდენობა: 7 378 170 ადამიანი
adidas Originals
URL: http://www.facebook.com/adidasoriginals
ფანების რაოდენობა: 2 901 486 ადამიანი
Red Bull
URL: http://www.facebook.com/redbull
ფანების რაოდენობა: 3 972 582 ადამიანი
Target
URL: http://www.facebook.com/target
ფანების რაოდენობა: 1 066 930 ადამიანი
თქვენ ხომ არ გვირჩევთ Facebook გვერდების სხვა დამატებით შესაძლებლობებს? რომელი facebook აპლიკაციებით სარგებლობთ? რამდენად დაგეხმარათ აპლიკაციები თქვენი facebook გვერდის პოპულარიზაციაში?
ზოგიერთი ჩემთვის ცნობილი ქართული Facebook გვერდები
ბიზნეს კურიერი
URL: http://www.facebook.com/pages/bizneskurieri/117905008524
ფანების რაოდენობა: 10 727 ადამიანი
ვებსაიტი http://lib.ge
URL: http://www.facebook.com/pages/libge/55119198105
ფანების რაოდენობა: 4 894 ადამიანი
ვებსაიტი http://creativity.ge
URL: http://www.facebook.com/pages/Creativityge/305707507702
ფანების რაოდენობა: 3 279 ადამიანი
გაზეთი “ბანკები და ფინანსები“
URL: http://www.facebook.com/pages/gazeti-bankebi-da-pinansebi/153749933337
ფანების რაოდენობა: 3 104 ადამიანი
Magti Club
URL: http://www.facebook.com/pages/Tbilisi-Georgia/Magti-Club/344715285421
ფანების რაოდენობა: 2 318 ადამიანი
აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი
URL: http://www.facebook.com/pages/Tbilisi-Georgia/abreshumis-sakhelmtsipo-muzeumi-State-Silk-Museum/225932300739
ფანების რაოდენობა: 1 728 ადამიანი
Two Side
URL: http://www.facebook.com/pages/Tbilisi-Georgia/TWO-SIDE/53654689133
ფანების რაოდენობა: 1 454 ადამიანი
Free University
URL: http://www.facebook.com/pages/Tbilisi-Georgia/Free-University-wwwfreeunieduge/84747657699
ფანების რაოდენობა: 1 209 ადამიანი
თბილისის ზოოპარკი
URL: http://www.facebook.com/pages/Tbilisi-Georgia/tbilisis-zooparki/176924019574
ფანების რაოდენობა: 1 094 ადამიანი
IPTV.GE
URL: http://www.facebook.com/pages/IPTVGE/120600216289
ფანების რაოდენობა: 1 012 ადამიანი
Nokia Georgia
URL: http://www.facebook.com/pages/Nokia-Georgia/160086423678
ფანების რაოდენობა: 985 ადამიანი
Georgian Lottery Company LLC
URL: http://www.facebook.com/pages/Tbilisi-Georgia/Georgian-Lottery-Company-LLC/150776988137
ფანების რაოდენობა: 963 ადამიანი
Caucasus School of Technology, Caucasus University
URL: http://www.facebook.com/pages/Tbilisi-Georgia/Caucasus-School-of-Technology-Caucasus-University/182915905153
ფანების რაოდენობა: 441 ადამიანი
და
ყველაფერი ერთ ბლოგში...
www.giorgigigeo.com
URL: http://www.facebook.com/pages/giorgigigeocom/186606348055495?sk=wall
ფანების რაოდენობა: 63 ადამიანი
თქვენ ხომ არ გვირჩევთ სხვა რეიტინგულ და საინტერესო ქართულ Facebook გვერდებს?
Комментариев нет:
Отправить комментарий