გარდაიცვალა apple-ის თანადამაარსებელი, გენიოსი და კრეატიული ადამიანი Steve Jobs (სტივ ჯობს). მას ჰქონდა ღვიძლის კიბო და ოთხშაბათს დაიღუპა 56 წლის ასაკში.
მისი უზარმაზარი ღვაწლი ინფორმატიკის დარგში და მისი კრეატიულობა, რამაც რევოლუციურად შეცვალა მსოფლიოს მილიონობით ადამიანის ყოველდღიურობა, სწრაფად მიიღეს როგორც პოლიტიკურმა წრეებმა და ახალი ტექნოლოგიების სამყარომ, ასევე Apple-ის კლიენტებმაც, რომლებიც ხშირად ხდებოდნენ მისი წარმოდგენით შექმნილი პროდუქციის უპირობო მიმღებები.
„სტივ ჯობსი უდიდესი ამერიკული ინოვატორების სიაში იყო, ის საკმაოდ გამბედავი იყო იმისათვის, რომ სხვანაირად ეფიქრა და საკმაოდ თამამი იმისათვის, რომ დაეჯერებინა, რომ შეძლებდა ამისათვის საკმაოდ ნიჭიერი სამყაროს შეცვლას“, განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და აღნიშნა, რომ სამყარომ „დაკარგა შემოქმედი“.....
სტივ ჯობსის უკანასკნელი ინტერვიუ : “სიკვდილი არავის სურს. არც იმ ხალხს, ვისაც სამოთხეში მოხვედრა სწადია. მაგრამ, მიუხედავად ამისა, სიკვდილი ის დანიშნულების ადგილია, სადაც ყველანი მოვხვდებით. არავის დაუღწევია თავი ამისგან და ეს ასეც უნდა იყოს, ვინაიდან სიკვდილი, ალბათ, სიცოცხლის საუკეთესო გამოგონებაა. ის ცხოვრებისეული ცვლილებების მთავარი განმსაზღვრელია. ის ძველს აცილებს და ახალს გზას უთავისუფლებს. ამ მომენტში ახლები თქვენ ხართ, მაგრამ ერთ დღესაც, და არც ისე დიდი ხნის შემდეგ, დაძველდებით და თქვენც გაგაცილებენ. მაპატიეთ დრამატულობისთვის, მაგრამ ეს ასეა. თქვენი დრო შეზღუდულია, ამიტომ ნუ დახარჯავთ მას სხვისი ცხოვრებით ცხოვრებაში. ნუ გაებმებით დოგმათა მახეებში – ნუ იცხოვრებთ მხოლოდ სხვისი ნააზრევის შედეგზე. ნუ მისცემთ საშუალებას სხვათა მოსაზრებების ხმაურს, ჩაახშოს თქვენი შინაგანი ხმა და, რაც ყველაზე მთავარია, გქონდეთ საკუთარი გულის და ინტუიციისთვის ბოლომდე მიყოლის უნარი. ამ ორმა უკანასკნელმა იცის, ჭეშმარიტად რა გსურთ, ყველაფერ დანარჩენს კი – არ აქვს მნიშვნელობა”
ვრცლად : news.yahoo.com

Комментариев нет:
Отправить комментарий